თბილისის მერი, კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს და იქაც რაღაც სისულელეებს ელაპარაკებიან ხალხს – ასე გამოეხმაურა:
“რა პასუხი უნდა გავცე სამადაშვილის სისულელეებზე?! მგონი, სერიოზული პასუხის ღირსიც არ არის. საერთოდ არავინ არ გვიცნობს, არც გვიშვებდნენ, საქართველო საერთოდ არ იციან სად არის, რა ქვეყანაა და ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და მაგის მერე შეგვხვდნენ და შემოგვიშვეს ევროპარლამენტში”
კომენტარები