მამუკა მდინარაძე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის შესახებ აცხადებს:
„თქვენ გახსოვთ, ბატონო ლაშა მაღრაძის ბრიფინგი, სადაც იყო პირველი მინიშნება, ოღონდ იმ შემთხვევაში კონტრდაზვერვითი სამუშაოების შედეგად, სპეცსამსახურმა დააკავა ყალბ დოკუმენტებზე და ა.შ. კონკრეტული პირი, ოღონდ ეს მინიშნება, როგორც მივხვდით, სწორად ვერ გაიგეს, შემდეგ იყო ერთი მიმართულებით დაკავებული ჯაშუში და 2 პასუხისგებაში მიცემული პირი, ძალიან საინტერესო ადამიანები – ამ სამუშაოსთან მიმართებით საინტერესოობას ვსაუბრობ. შემდეგ იყო ევროპის, თუ გინდათ ოდნავ დავაკონკრეტებ და მეტს აღარავინ არაფერს იტყვის ამასთან დაკავშირებით, ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი და ჩვენ დღენახევარია უკვე იმასაც ვხედავთ, რომ ეჭვის შეტანას ცდილობენ ამ საკითხშიც კი. რადგან ასე დააყენეს საკითხი, მე შემიძლია ვთხოვო სუს-ს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს ვიდეო, მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისსს.
რა თქმა უნდა, ინფორმაციას რას გადასცემდა და ამ ნაწილებს ვერ გამოვაქვეყნებთ, ძალიან ბევრი ჩანაწერი არსებობს იმ საქმეში. მოხდება განსაიდუმლოება და გამოქვეყნდება ინსტრუქტაჟის მიღების, ფულის გადაცემის და ხელმოწერის ნაწილი”














კომენტარები