• რეკლამა
  • კონტაქტი
06:46, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვპასუხობ ვითომ ჟურნალისტს – პირველი დაჭრილი ცხინვალში ზურგით გამოვიტანე, 20 წლისაც არ ვიყავი” – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:43 08-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
927

პატრიოტთა ალიანსის ერთ–ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

ვპასუხობ ვითომ ჟურნალისტს, ვინმე თამარ მოლაშვილს- არც ცხინვალში მინახიხარ, არც სოხუმში, არც ჭუბერზე და საერთოდ, არ შემხვედრიხარ იქ, სადაც მე ვიყავი. აფხაზეთის მთავრობის სახლში რა მინდოდა?! შენობაში რატომ უნდა ვყოფილიყავი გამაგრებული, რომ შენ მენახე?! სანგარ- სანგარ გავიარე ეგ ომები. მთავრობის სახლში ინტერვიუს ჩაწერისას მიწევდა მისვლა და ვახტანგ ყოლბაიასაც კარგად ახსოვს ეს, გია გვაზავასაც, ჟიული შარტავასაც, თამაზ ნადარეიშვილსაც ახსოვდა და ბევრ სხვას კიდევ!
მე სადაც ვიყავი და მე რომ იქ ვიყავი, უკლებლივ ყველა ვეტერანმა იცის.
პირველი დაჭრილი ცხინვალში ზურგით გამოვიტანე, 20 წლისაც არ ვიყავი, ის დაჭრილი ბიჭი ჩემზე ორჯერ მძიმე იყო და ამისი თვითმხილველები დღესაც ცოცხლები არიან. უბრალოდ, შენ არავინ არა ხარ, რომ რაღაცა გიმტკიცო.
აფხაზეთში, 13 თვის განმავლობაში 100- ზე მეტი დაჭრილი გამოვიტანე ზურგით!!! გუმისთას ბრძოლებში, ერთ დღეში 12 დაჭრილი გამოვიყვანე ანუ 12 -ჯერ შევედი წინა ხაზზე, ჯვარედინი სროლისას, მაგრამ შენ არავინ არა ხარ, რომ შენისთანა არარაობას რაღაცა ვუმტკიცო. უამრავი რამ მაქვს მოსაყოლი, რისი თვითმხილველები დღეს ცოცხალი ვეტერანები არიან და ეს ერთი კაცი კი არაა, ასობით კაცია, მაგრამ კვლავ ვამბობ: შენ არავინ არა ხარ, რომ რაღაცა გიმტკიცო.
ჟურნალისტები, რომლებმაც მთელი ომი გაიარეს და მერე ჭუბერიც გადმოიარეს, თითზე ჩამოსათვლელები არიან და მათ შორის, მეც ვარ და შენ იქ არა მარტო არ მინახიხარ, არამედ არც გამიგია შენი სახელი და გვარი. 1993 წლის 14 მარტს, ჩემი უახლოესი მეგობრები რომ აფეთქდნენ აჩადარაში, მათი ცინკის კუბოები მე ჩამოვიტანე თბილისში და დღემდე მე ვაცოცხლებ ამ გმირების სახელებს. მათი მემორიალური დაფაც ჩემი გაკეთებული და გადარჩენილია, მაგრამ შენ და შენნაირებს ამისი გაგების უნარი არა გაქვთ. აფხაზეთის ომის ჟურნალისტები 34 წელია ერთმანეთს ვუფრთხილდებით, ვეფერებით, ვამხნევებთ და ერთმანეთით ვამაყობთ, ერთად ვართ ჭირშიც და ლხინშიც და შენ მე ამ გუნდში არ მინახიხარ.
ცუდია, როცა ადამიანი ბოღმით და შურით ცხოვრობს. მე რას ვაკეთებდი, როგორ ვეხმარებოდი დაჭრილებს, ამისი თვითმხილველი მინიმუმ 20 ვეტერანი მაინც გამოვა დღესვე ტელევიზიით. მე, ეტყობა, გია ბარამიძეში გეშლები შენ!
რაც შეეხება საშკა იოსელიანის კადრს: ეკა ხოფერიასთან 10 წლის წინანდელ გადაცემაში მე საშკაზე, როგორც ჩემს ძმაკაცზე ვლაპარაკობ და საშკას იმ კონკრეტულ კადრზე არსად მითქვამს, რომ ჩემი გადაღებულია, რეჟისორმა თემატურად გადაფარა ჩემი საუბარი ამ კადრით. და ამისი გააზრების უნარი და ინტელექტი რომ არ გყოფნის, რა უნდა გელაპარაკო? რად მინდა ოქროს ბიჭის- მიშა მიმინოშვილის კადრების ან ვინმე სხვა ჩემი კოლეგის კადრების მითვისება, საერთაშორისო სააგენტოებმა რომ ჭუბერის მთებზე მომავალი დევნილების კადრები აჩვენეს, მაგ კადრების ავტორი მე ვარ. ჩემს მიერ გადაღებულ უამრავ კადრს თავისუფლად იყენებენ ტელეარხები და არავისთვის საყვედურიც კი არ მითქვამს, – მე რატომ არ მახსენებთ- მეთქი.
ვისთან ერთად გავიარე ეს ომი? გულიკო გოდოლაძე, ჯუმბერ ეზუხბაია, გიორგი პოპიაშვილი, საშკა კარაპეტოვი, საშკა იოსელიანი, მიშა მანდარია, სოსო მარგიშვილი, მალხაზ თოფურია, მიშა ცილიკიშვილი, ირაკლი ლომიძე, დათო კილაძე, გოგა გომიაშვილი, ჩემი ძმა-კოტე ინაშვილი, კიდევ ბევრი სხვა ღირეული ადამიანი… აი, ამ ხალხთან ერთად!
შური კლავს ადამიანს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved