მწერალი გურამ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და წერს:
„დავითაშვილი გარდაცვლილა. 7 ნოემბრის აქციაზე მეც ვიყავი. მახსოვს, მივედი (კონსერვატორიასთან იდგა, მგონი რესპების ოფისი იყო იქ. მე სასწრაფოს მანქანაში რაღაც წამალი დამალევინეს მომწამვლელმა გაზმა გონება დამაკარგვინა და იქვე ვნახე კობაც) და ვუსაყვედურე. ხალხს წინა ფლანგზე რომ გვიშვებთ, ლიდერები რატომ იმალებით-მეთქი და მერე კი მოიტაცეს და ჯანმრთელობაც მაშინ შეერყა, როგორც ვიცი.
ახლა ვნანობ ჩემ ნათქვამს. არ იყო უკან დამხევი კაცი.
ალბათ „ნაციონალური მოძრაობის“ იმდროინდელ პასუხისმგებელ პირებსაც თავისებურად ქეჯნით სინდისი და ბოდიშს ახლა მაინც მოუხდიან გარდაცვლილ ადამიანს“
კომენტარები