• რეკლამა
  • კონტაქტი
21:40, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვიზალიბერალიზაციის, დაფინანსების შეჩერება EU-შ ყველა ვარიანტი განიხილება ამ კანონის მიღების შემთხვევაში – იოზვიაკი

ალია ავტორი - ალია
15:39 05-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
326

ევროკავშირის ელჩების შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც მათ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს, “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი “მთავარ არხთან” ამბობს:

“ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, რომელიც ყოველ ოთხშაბათს იმართება და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები განიხილავენ მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენებს. ბოლო დროს რუსეთისთვის სანქციების დაწესება განიხილება ხოლმე, მაგრამ გუშინ ასევე იყო საუბარი საქართველოზე და რამდენიმე ქვეყანა გამოთქვამს საკმაოდ დიდ შეშფოთებას თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მათ სურთ, რომ არსებობდეს გეგმა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ევროკავშირმა, თუ საქართველო ამ კანონს მიიღებს. შედეგი კი არის ის, რომ ისინი ყველა ვარიანტს განიხილავენ. აქ არის საუბარი დაფინანსების შეჩერებაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებაზე და ასევე ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. ასე რომ, ყველა ვარიანტი განიხილება და სწორედ ეს არის ის გზავნილი, რომელიც ბრიუსელიდან ახლა თბილისში მოდის.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საკმაოდ რთული საკითხია, ამას დრო სჭირდება და ასევე არგუმენტები. ეს არის უკიდურესი ვარიანტი და ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელია, მე ასე ვიტყოდი. თუმცა, თავად ფაქტი, რომ ქვეყნები ამაზე საუბრობენ, მიანიშნებს, რომ ეს არც ისე შეუძლებელია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.

ამ გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება კვალიფიცირებული უმრავლესობა. ერთსულოვნება აუცილებელი არ არის და საკმარისია უბრალო უმრავლესობა. ეს მოხდება, თუ იქნება მკაფიო არგუმენტები. ვნახოთ, რა მოხდება, თუმცა ეს უბრალოდ საუბარია და ისინი რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. ახლა ისინი ელოდებიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველო ამ კანონთან დაკავშირებით და შემდეგ იქნება პასუხი.

თუ ეს კანონი მიიღეს, მერე ევროკავშირი დაიწყებს მსჯელობას. როგორც ვიცი, მინიმუმ ორი სამიტია ევროკავშირში ივნისში. რა თქმა უნდა, ძირითადად საუბარი იქნება იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს კომისიის თუ საბჭოს შემდეგი თავმჯდომარე, თუმცა სხვა საკითხებიც იქნება განხილული. ასე რომ, ზაფხულში საქართველოს თაობაზე ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას ველით.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved