• რეკლამა
  • კონტაქტი
03:22, სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვითხოვ კომენდანტის მოხსნასაც და ღია სივრცეში პირბადეების ტარების მოხსნასაც, რაც შეეხება დარტანიანს…” – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
18:59 06-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

დებატები “რუსთავი2”-ის ეთერში, სადაც ზურაბ ჯაფარიძე საჯარო განცხადებების გამო, მორალურ პასუხისმგებლობას სთხოვს თენგიზ ცერცვაძეს და ამბობს, რომ მისი საჯარო გამოსვლებით “პრავდებოდა” ხელისუფლების გადაწყვეტილებები, რამდენჯერმე ჯაფარიძემ ახსენა ისიც, რომ თენგიზ ცერცვაძე გიორგი გახარიას დარტანიანს ეძახდა. ზურას მაგალითად მოჰყავს შვედეთი, რომელსაც თითქმის არ ჰქონია შეზღუდვები და მიუხედავად ამისა, მასზე მხოლოდ 3 ნაბიჯით ვართ კარგ მდგომარეობაში ინფიცირებულთა და გარდაცვლილი სტატისტიკურ მონაცემზე დაყრდნობით. ბატონ თენგიზს კი მაგალითად მოჰყავს ისრაელი, რომელმაც ორჯერ უმკაცრესი შეზღუდვები გამოიყენა ვაქცინაციამდე და ასე შეამცირა ინფიცირებულ

ზურაბ ჯაფარიძე:

-აპრავებდით, მხარს უჭერდით ამ შეზღუდვებს, რომლის გამოც დიდხანს დავრჩებით ამ სიღარიბეში, ლაპარაკობდით დარტანინაზე და ამაზე და იმაზე, ოღონდ არ გელაპარაკათ რეალურზე, რატომ არ ამბობთ, რომ კომენდანტი მოსახსნელია, რომ პირბადეების გამო, 40 გრადუსიან სიცხეში იხუთებიან ადამიანები…

თენგიზ ცერცვაძე:

-მოისმინეთ ჩემი ბოლო განცხადებები, მოისმინეთ, მე ვითხოვ კომენდანტის საათის მოხსნასაც და ღია სივრცეში პირბადეების ტარების მოხსნასაც. რაც შეეხება დარტანიანს, მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ გახარია კოვიდსიტუაციას მართავდა ძალიან კარგად. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, ეს არის მთელი მსოფლიოს აზრი, მათ შორის, ბატონი ჰანს კლიუგეს აზრი, რომელიც პირველი კაცია ევროპაში ჯანდაცვის, თან ინფექციონისტია და თქვა: “მართლაც, რომ ბრავო, კარგად მუშაობენ და ასე უნდა გააგრძელონ. ქვეყნის მუშაობას რომ შეაფასებს სიტყვა “ბრავოთი, მე ასეთი არ მომისმენია ჯერ. კოვიდსიტუაცია იმართებოდა მართლაც კარგად.

შვედეთი რომ მოსწონს ბატონ ზურაბს, შვედეთმა პიკის დროს იცით რა ქნა? საშინელება გააკეთა – გაცემული ჰქონდათ განკარგულება ჯანდაცვის სისტემაში, 65 წელს ზემოთ ადამიანები არ გადაეყვანათ კლინიკებში, 65 წელს ზემოთ ადამიანები გაწირეს – იმიტომ რომ არ ჰყოფნიდათ საწოლები. თქვენი შედეგის შემადგენელია ესეც. შვედეთის პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ 65 წელს ზემოთ ადამიანები გაწირეს.

საქართველოს ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილია 42 ადამიანი. ინგლისში გარდაცვლილია ჰოსპიტალის გარეთ 40 000 კაცი, იმიტომ რომ ვერ აწვენდნენ პაციენტს და შენ რომ ხედავ, რაღაც დამძიმების საფრთხეა და დანის წვერზე გაივლი და არ დააწვენ, იქნებ არ დასჭირდესო, ეგ იწვევს უკვე სახლში სიკვდილობას.

(ვიდეო) – “დამიმტკიცეთ, რომ ერთი თეთრიც ამიღია…”, “ახლა დაუძახეთ გახარიას დარტანიანი” – თენგიზ ცერცვაძე და ზურაბ ჯაფარიძე
თეგები: გიორგი გახარიათენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved