• რეკლამა
  • კონტაქტი
21:01, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვისთვისაც მთავარი მოტივი ტრამპთმოძულოებაა, შეუძლია გაუხარდეს – ტრამპმა „ჩაისვარა“ – გია ნოდია

ალია ავტორი - ალია
15:31 06-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
277

პოლიტოლოგი გია ნოდია:

„ირანთან დადებული შეთანხმება, ჩემი აზრით, ტრამპის ჯერ-ჯერობით ყველაზე დიდი პოლიტიკური მარცხია. ეს შეთანხმებაც კი არ არის, არამედ პრობლემის (ჰორმუზის სრუტის დაკეტვის) დროებითი (სამოცი დღით) გადადებაა. არავითარი პერსპექტივა არ ჩანს, რომ ირანი რომელიმე პრინციპულ საკითხზე დაუთმობს.
წარუმატებლობები ტრამპს მანამდეც ჰქონდა, მაგრამ მათ ან უარყოფდა (როგორც 2020 არჩევნების წაგება უარყო) ან რაღაცნაირად იფერთხავდა (მერე რა, რომ ჩრდილო კორეის დიქტატორთან „დილს’ გვპირდებოდა და ვერაფერი დადო; მერე რა, რომ უკრაინის ომს ორ კვირაში ამთავრებდა, მაგრამ ომი ისევ გრძელდება; მერე რა, რომ ჩინეთთან თარიფებით ბლატაობდა, მაგრამ ვერაფერს გახდა, დ ა.შ.). განსაკუთრებული პოლიტიკური ზიანი არ მიუღია.
ამ შემთხვევაში მისი მომხრეების თვალშიც ჩაფლავდა. აქ არ ვგულისხმობ ტაკერ კარლსონისნაირ პერსონაჟებს, ვინც თავიდანვე პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა ომს და ანტისემიტურ შეთქმულების თეორიებს აგებდა – „მზაკვარმა ნეთანიაჰუმ გულუბრყვილო ტრამპი თავის ომში ჩაითრია“. (თუმცა, მაგა-ს ამ ფრთის დაკარგვაც მტკივნეული ტრამპისთვის). არა, იმათ თვალშიც ჩაფლავდა, ვინც ამერიკის აქტიურ პოლიტიკას პრინციპის დონეზე მხარს უჭერდა
სამხედრო ექსპერტები დამეთანხმებიან თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ტრამპმა მაშინ დაკარგა თავისი შანსი, როცა ჰორმუზის სრუტეში მყოფი კუნძულები (ხარგი თუ სხვა) არ აიღო, რისი ძალაც შესწევდა. ამით ირანს მთავარ კოზირს წაართმევდა. სავარაუდოდ, მსხვერპლისა მოერიდა. ასეა თუ ისე, ან არ უნდა დაიწყო ომი, ან რისკზე წასვლა შეგეძლოს.
არჩევნების წინ მეტი რესპუბლიკელი დაინახავს მას, როგორც liabilility-ს, ანუ პარტიის სუსტ წერილს. ბევრი ამბობდა, რომ ის არჩევნების შემდეგ იქცეოდა „კოჭლ იხვად“, მაგრამ მგონი ახლავე იქცევა ასეთად.
მეორეს მხრივ, არსებული ადმინისტრაციის შიგნით ე.წ. restrainer-ები (დაახლოებით – იზოლაციონისტები) გაძლიერდებიან; მათ სათქმელი ექნებათ: ხომ გეუბნებოდით, ჩვენთვის ვიყოთ და არაფერში ჩავერიოთ.
ვისთვისაც მთავარი მოტივი ტრამპთმოძულოებაა, შეუძლია გაუხარდეს – ტრამპმა „ჩაისვარა“. მაგრამ ობიექტურად, ირანის მსგავსი მოთამაშეების გაძლიერებაში კარგი არაფერია.“
თეგები: გია ნოდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved