საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, განაცხადა:
„რაფაელი“ არის ერთ-ერთი საუკეთესო მოწინავე კომპანია მსოფლიოში და ჩვენ მოდერნიზაციაზე ვმუშაობთ. ასევე ვმუშაობთ პოლონურ სახელმწიფო საწარმოსთან, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა ევროპაში და მთელს მსოფლიოში როგორც ჰაერსაწინააღმდეგო, ასევე, ჯავშანსაწინააღმდეგო ხელსაწყოების შეძენაზე.
უახლოეს მომავალში დეტალებს გავაცნობთ ჩვენს საზოგადოებას.”
მის კომენტარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
კომენტარები