• რეკლამა
  • კონტაქტი
12:57, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

ალია ავტორი - ალია
16:30 03-16-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
481

ადამიანები, რომლებიც სიბნელესთან ბრძოლაში ყოველთვის იმარჯვებენ, ადამიანები, რომლებსაც ჩვენს სახლებში და ოფისებში სინათლე შემოაქვთ – მაინც ვინ არის სინათლის ადამიანი? – უმეტესად ამაზე არ ვფიქრობთ, როცა სინათლეს ვანთებთ სახლში, არც იმაზე ვფიქრობთ, რამდენი ადამიანი მუშაობს იმისთვის, რომ ელექტროენერგია ჩვენამდე მოვიდეს. არადა, სინათლეს, რომელიც თავისით არ ჩნდება, სწორედაც რომ ადამიანის სახელი და გვარი აქვს.

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ დაწყებული კამპანია ,,სინათლის ადამიანი“ იმ უხილავი გმირების შესახებ გვიყვება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ექსტრემალურ ვითარებაში მუშაობენ. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური პროცესების აღწერა, ეს არის ამბავი მათზე, ვინც სიმაღლეზე, მიწის ქვეშ, ყინვასა და მცხუნვარე მზეში ზრუნავს ჩვენს სიმშვიდეზე.

,,სინათლის ადამიანის”-ს ყოველი ეპიზოდი ერთი კონკრეტული ადამიანის თვალით დანახული სამყაროა, სადაც პასუხისმგებლობა წამებში იზომება, უპასუხისმგებლობა კი – უბრალოდ დაუშვებელია.

გელა ბოლქვაძე, მემაღლივეა, იგი 34 მეტრიან და მეტ სიმაღლეზე ადის ხოლმე ადამიანების სახლების გასანათებლად. რისკი სიმაღლეს ყოველთვის ახლავს, ცხადია, მით უფრო, როცა ელექტროგადამცემ ხაზებზეა საუბარი, თუმცა, ეს რისკი, მინიმუმამდე დაჰყავს პროფესიონალიზმს და ეპიკირების სპეციალურ საშუალებებს, მათ სწორად გამოყენებას. რაც შეეხება სიმაღლის შიშს, ამბობს, რომ როგორც კი გაიაზრა, მის ერთ მოძრაობაზე იყო დამოკიდებული ათასობით ოჯახის განათება – შიში იმ წამშივე გაუქრა.

მემაღლივე, გელა ბოლქვაძე:

რისკი დიდია, ამიტომ უსაფრთხოება ჩვენთვის პირველია. ზემოთ ჩემი პროფესიონალიზმი და უსაფრთხოების ქამარი მიცავს. როცა იცი, რომ შენს ერთ მოძრაობაზეა დამოკიდებული, ათასობით ოჯახის განათება, მანდ უკვე შიში ქრება.

დაზიანებების აღმოსაფხვრელად და სისტემის გასაახლებლად, ჩვენ ავდივართ ისეთი მაღალი ძაბვის ანძებზე, რომლის სიმაღლეც შეიძლება იყოს 34 მეტრი. სპეციალური ეპიკირება, ქამრები და მისი გამოყენების სტანდარტები და პროფესიონალიზმი – ეს არის ის, რაც სახლში მშვიდობით დაგვაბრუნებს.

ვამბობთ ხოლმე, რომ ქამარს მხოლოდ კონსტრუქციაზე კი არა, საკუთარ სიცოცხლეზეც ვყავართ მიბმულნი, პირდაპირი გაგებით.

უბნის მენეჯერებად ისინი მუშაობენ, რომლებსაც უკვე ველზე მუშაობა აქვთ გამოცდილი, რომლებმაც კარგად იციან, უსაფრთხოების წესების დაცვას და სამუშაოს ხარისხიანად შესრულებას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომლებსაც პირადად გამოუცდიათ და იციან, რა სახის დახმარება და კონტროლია საჭირო ამ პოზიციაზე მომუშავე პირისგან.

უბნის მენეჯერი, ალიკა ჯიქია:

ტელეფონი თითქმის სულ რეკავს, – ყოველი ზარი ნიშნავს, რომ სადღაც ჩემი დახმარება სჭირდებათ ადამიანებს. უბნის მენეჯერის მოვალეობა ვაკონტროლო ტექნიკურ პერსონალმა ექსპლუატაციის ყველა წესი დაიცვას, ვიზრუნო მათ უსაფრთხოებაზე და სამუშაოს ხარისხზე,. ერთი შეცდომაც კი, შეიძლება, ძალიან ძვირი დაჯდეს. როცა ქსელში ავარიული გამორთვაა, დრო მნიშვნელობას კარგავს, რა დროც უნდა იყოს, ვერთვები პროცესში და ადგილზე ვარ, სანამ  არ მოგვარდება.

უბნის მენეჯერის პოზიციაზე სამუშაოდ დიდი გამოცდილებაა საჭირო, მინიმუმ 3 წელი მაინც უნდა იმუშავო ველზე, რომ იცოდე, რას ნიშნავს ეს პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, აუცილებელია, უმაღლესი განათლებაც.

შეიძლება ადამიანებმა არ იციან, ვინ აღუდგენს შუქს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიცით, ვისთვის ვმუშაობთ.

უსაფრთხოების წესები ექსპლუატაციის მენეჯერისთვისაც ნომერ პირველი საზრუნავია, რადგან სწორედ ის გეგმავს, რომელი ჯგუფი რა სიმაღლეზე ავიდეს და რა დავალება შეასრულოს, ამიტომ მისთვის არ არსებობს პატარა და დიდი დეტალი, მცირე და მოზრდილი სამუშაო, ამბობს, რომ სამუშაოს ნებისმიერი, უმცირესი ნაწილიც კი უმნიშვნელოვანესია.

ექსპლუატაციის მენეჯერი, ნიკა ვერულიძე:

ჩემი პასუხისმგებლობაა ელექტროქსელი უსაფრთხოდ, გამართულად და საიმედოდ მუშაობდეს. ჩემი სამუშაო დღე იწყება ძელის მდგომარეობის ანალიზით და მიმდინარე სამუშაოების დაგეგმვით. ვმონაწილეობ ქსელის განვითარებასა და განახლებაში, ვნერგავთ ახალ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს, რაც ხელს უწყობს სისტემის კიდევ მეტად უსაფრთხო და ეფექტურ მუშაობას. სწორედ ამიტომ, ჩემი პროფესია მუდმივ განვითარებას მოითხოვს.

უმნიშვნელოვანია ტექნიკური პერსონალის უსაფრთხო გარემო. რათა თითოეული პროცესი შესრულდეს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. 

შეიძლება ბევრმა არ იცის, რამდენი ადამიანი მუშაობს ქსელის სტაბილურად, შეუფერხებლად მუშაობისთვის, მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორი უმნიშვნელოვანესია თითოეული დეტალი.

თეგები: სინათლის ადამიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved