ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა – ის საპატიმროს 2 წელში დატოვებს და ₾2 მილიონს გადაიხდის
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს იმ საქმეზე, რომელზეც 10 წელი ჰქონდა მისჯილი, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. შეთანხმება გაფორმდა მასთან ერთად მსჯავრდებულებთან, გიორგი ხაინდრავასთან და ვასილ მხეიძესთან. მათ 8-8 წელი ჰქონდათ მისჯილი. ...



























