• რეკლამა
  • კონტაქტი
21:28, ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბიზნესებში ჩავერთე, აღარ განმიხილავს ახალ მინისტრთან” – ბურჭულაძე NATO-ში ელჩობაზე

ალია ავტორი - ალია
13:19 03-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
306

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ საოჯახო ბიზნესებში ჩაერთო და პოლიტიკასთან შეხება აღარ აქვს.

ბურჭულაძეს ფორმულას გადაცემიდან ხალხთან ერთად დაუკავშირდნენ და NATO-ში მისი ელჩად დანიშვნის საკითხზე ჰკითხეს, რაზეც ბურჭულაძემ უპასუხა: “არ ვიცი, მე დავიწყე მუშაობა და ანაზღაურებაც მაქვს, რაღაც ბიზნესებში ჩავერთე ჩემი ოჯახისა”.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, თავად თქვა თუ არა უარი დიპლომატიურ მისიაში საქმიანობაზე, ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ახალ მინისტრთან საკითხი სიღრმისეულად აღარ განუხილავს.

“ამ ეტაპზე აღარ განმიხილავს სიღრმისეულად ახალ მინისტრთან. ცოტა კიდევ ალბათ დროს ავიღებ, მოვიფიქრებ”- თქვა ბურჭულაძემ.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე წმენდას და იმ ადამიანების გათავისუფლებას, ვინც ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებას ხელი მოაწერა, ბურჭულაძე ამბობს, რომ ამით არ დაინტერესებულა, თუმცა მიიჩნევს, რომ “ალბათ პოლიტიკაა ასეთი”.

“არ ვიცი, ალბათ ასეთი პოლიტიკაა. არ ჩავრეულვარ, არც მომიკითხავს სიღრმისეულად. რეორგანიზაციას ალბათ ექნება სამართლებრივი საფუძველი… ამით არ დავინტერესებულვარ. ხომ გეუბნებით, პოლიტიკაში კერძო სექტორიდან მოვედი და ჩემი საქმე გავაკეთე”- თქვა ბურჭულაძემ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ასევე ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მის ბიზნესებზე არ აისახება. “ამ ეტაპზე ჩემს ბიზნესს ნაკლებად აქვს შეხება ასეთ მოვლენებთან”- თქვა ბურჭულაძემ.

თეგები: ჯუანშერ ბურჭულაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved