• რეკლამა
  • კონტაქტი
12:53, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა კითხვები დაუსვა ყოფილმა მინისტრმა მოწმეს სასამართლო პროცესზე?

ალია ავტორი - ალია
17:31 01-29-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,250

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის ოქროს მოწმე მომდევნო პროცესზე დაიკითხება – ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე, რომელმაც ქვეყანა დატოვა, მოსამართლეს ჩვენებას, სავარაუდოდ, დისტანციურად მისცემს. სწორედ ტუკვაძეა ის პირი, რომელიც სუს-ს ჩვენება ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ მისცა.

კერძოდ, ზურაბ ტუკვაძე სუს-ს ჩვენებაში უყვება, რომ მოგებული ტენდერების სანაცვლოდ იხდიდა ქრთამს და ფულს უგზავნიდა თავდაცის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძეს.

ბიზნესმენი ჩვენებაში ამბობს, რომ ეს კორუფციული სქემა ირაკლი ღარიბაშვილთან იყო შეთანხმებული.

საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დაიკითხა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, გენერალური შტაბის დაგეგმვის უფროსის მოადგილე გია მჭედლიშვილი, რომელსაც კითხვები ბრალდებულმა ყოფილმა მინისტრმა დაუსვმა.

ჯუანშერ ბურჭულაძე: 

–დამოუკიდებლობის ხარისხი, ჩემი ჩარევის ხარისხი როგორი იყო ჩემს დროს, როდესაც მე ვიყავი კურატორი? თქვენ გახსოვთ შემთხვევა, რომ მე კატეგორიული ხელმძღვანელი ვიყავი და ვიძახდი, ეს კომპანია ჯობია, ამან უნდა გაიმარჯვოს, თუ იქ ობიექტურად წყდებოდა ყველაფერი? 

მოწმე: 

–ამ კომპანიამ გაიმარჯვოსო, იქ არავის არ უთქვამს.

ჯუანშერ ბურჭულაძე:

–თქვენ ასევე ბრძანეთ და მეც მახსენდება ასეთი შემთხვევები, რომ თუ რომელიმე მხარეს ან რომელიმე კომისიის წევრს ჰქონდა პრეტენზია, იმ შემთხვევაში ვიკრიბებოდით – ამ შემთვევაში განხილვები ობიექტურად მიმდინარეობდა, თუ რაიმე სახის ტენდეციურობას ჰქონდა ადგილი ვინმეს მიმართ? 

მოწმე:

–არა. 

ჯუანშერ ბურჭულაძე: 

–თქვენთვის ვინმეს უთქვამთ, რომ ამ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროთ ,რადგან მინისტრის დავალებაა? 

მოწმე: 

–არასოდეს. 

 

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.

თეგები: ჯუანშერ ბურჭულაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

08:00 06-17-2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved