• რეკლამა
  • კონტაქტი
16:26, პარასკევი, 15 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვისაც არ გინდათ რუსეთის გუბერნიაში ცხოვრება, მოდით” – “ლელო” აქციას უერთდება

ალია ავტორი - ალია
17:22 05-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
163

პარტია “ლელო – საქართველოსთვის” დღეს საქართველოს პარლამენტთან დაანონსებულ საპროტესტო აქციას უერთდება.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ყველას, ვისაც არ უნდა რუსეთის გუბერნიაში ცხოვრება, 8 საათზე პარლამენტთან გამოსვლისკენ მოუწოდა.

“7 წელი შესრულდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან, როცა საოკუპაციო ხაზზე რუსმა სამხედროებმა მოკლეს საქართველოს მოქალაქე. მკვლელები დღემდე თავისუფლები არიან და სწორედ ამ დღეს 2023 წელს ქართულმა ოცნებამ გააფორმა მორიგი საოკუპაციო მემორანდუმი რუსეთის ხელისუფლებასთან და პუტინთან, სწორედ ამას ხედავს დღეს ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მიზანია რომ ამას გავუწიოთ მძაფრი და მკაფიო წინააღმდეგობა.

მოგიწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ დღეს მოხვიდეთ 8 საათზე საქართველოს პარლამენტთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება რაზავს კარებს დასავლეთისკენ, ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციის გზას და თავის მხრივ ხსნის ფართოდ კარებს ჩრდილოეთისკენ. პუტინის რუსეთისკენ, რომელიც დღეს წარმოადგენს ტერორისტულ სახელმწიფოს, რომელიც აწარმოებს ტერორისტულ ომს დასავლეთის, დემოკრატიის, უკრაინის და ყველა იმ ქვეყნის წინაშე, რომლებსაც უნდათ საკუთარი ერების თავისუფლება და განვითარება. დღეს, ერთადერთ გამოსავლად “ლელოს” მიაჩნია სავიზო რეჟიმის შემოღება, რომელიც გზას გაუხსნის ჩვენს ქვეყანას, რომ ჩვენ ვიყოთ დაცულები რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებიდან. სავიზო რეჟიმი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შემოვიდნენ ქვეყანაში თუნდაც რუსეთიდან, დაუბრუნდნენ საკუთარ სამშობლოს, მაგრამ სახელმწიფო გააკონტროლოს მკაცრად ჩვენს ქვეყანაში შემომავალი ნაკადები, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც მათ შორის არიან, რიგი ადამიანები არიან, სწორედ პუტინის რუსეთის დავალებების შემსრულებლები… ამიტომ, ვისაც არ გინდათ რუსეთის გუბერნიაში ცხოვრება, დღეს საქართველოს პარლამენტთან მოდით რვა საათზე,” – თქვა ირაკლი კუპრაძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს, პარლამენტთან 8 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება.

თეგები: ლელო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved