• რეკლამა
  • კონტაქტი
04:03, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის როგორი დღე ელოდება-14 ნოემბრის ასტროპროგნოზი

ალია ავტორი - ალია
11:31 11-14-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,454

ვერძი

რასაც არ უნდა აკეთებდეთ, წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამემ საქმის საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინონ. მგზავრობის დროს ყურადღება წამითაც არ მოადუნოთ – შესაძლებელია უსიამოვნებები და შეფერხებები. პირად ურთიერთობებში ყველაფერი მშვენივრადაა. მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები, ესაუბრეთ ნათესავებს და უარი არ თქვათ დასვენებაზე, თუ ამის საჭიროებას გრძნობთ.

კურო

ამ დღეს ბევრი შეხვედრა და ახალი ხალხის გაცნობა გელით. შესაძლოა, იპოვოთ პასუხები იმაზე, რაც დიდი ხანია, გაწუხებთ ან გაინტერესებთ. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, რჩევა გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და ფულის დაგროვება დაიწყოთ. ყურადღება მიაქციეთ კვებას – გამორიცხული არ არის, რომ უხარისხო საკვებმა მოწამვლა გამოიწვიოს.

ტყუპები

ეცადეთ, თქვენი პიროვნული ხიბლი საქმიან მოლაპარაკებებში თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. უფრო ხშირად ისაუბრეთ ოპონენტებისთვის საინტერესო თემებზე. და თქვენთვის საჭირო დისკუსიები არაფორმალურ, მშვიდ გარემოში გამართეთ. დღეს წარმოშობილ პრობლემებს მარტო არ უნდა შეეჭიდოთ, მით უმეტეს, რომ კოლეგები მზად არიან დასახმარებლად.

კირჩხიბი

სწორად დასმული კითხვების და ცნობისმოყვარეობის დამსახურებით ამ დღეს ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ. თქვენი კომუნიკაბელურობა საჭირო ადამიანებს მიიზიდავს. ახალი პროექტების დაწყება სხვა დროისთვის გადადეთ. ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ სამსახურში რეპუტაცია აიმაღლოთ.

ლომი

კარგი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ცვლილებებისთვის. ნუ შეგაშინებთ ახალი ადამიანების გაცნობა – ჰოროსკოპი ამბობს, რომ ზოგი მათგანი მალე თქვენი ახლო მეგობარი გახდება. გამორიცხული არ არის, რომ ახალი, საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. უჩვეულოდ კარგი დღეა ცოდნის მისაღებად, გასააზრებლად და გადასაცემად.

ქალწული

მოერიდეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. ოჯახის წევრების და ახლობელი ადამიანების რჩევები და მხარდაჭერა ჩიხური ვითარებიდან გამოსავალს გაპოვნინებთ. ამ დღეს გაცნობილმა ადამიანმა შეიძლება თქვენი მოტყუება ან თქვენით მანიპულირება სცადოს. ეცადეთ, თქვენი ყველა მოქმედება კარგად გააზრებული იყოს. ერიდეთ ხმაურიან შეკრებებს და ალკოჰოლურ სასმელებს.

სასწორი

ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში დადებითი მხარეები ეძებოთ. თამამად იმოქმედეთ, რომ პრობლემების გადალახვა და სასურველის მიღწევა შეძლოთ. ცვლილებების ნუ გეშინიათ – მათ შეიძლება განვითარების ახალ საფეხურზე აგიყვანონ. პარტნიორული ურთიერთობები დღეს ნაყოფიერი იქნება.

მორიელი

ამ დღეს დილიდან უნდა იაქტიუროთ. წარმატებული დღეა თვითშეცნობისა და განათლებისათვის. კარგი იქნება, თუ საღამოს ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატარებთ – იგრძნობთ, რომ ეს ადამიანები თქვენთვის სამყაროში ყველაზე ძვირფასები არიან. რთული დღის ბოლოს ვარჯიში ან პარკში სეირნობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

დილიდან სიზარმაცის შემოტევებს ებრძვით და მუშაობის დაწყება გიჭირთ. წინ ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, ამიტომ ყურადღება არ უნდა მოადუნოთ. მოერიდეთ თანამოსაუბრის გაკრიტიკებას და თავი შეიკავეთ ცინიკური კომენტარებისგან. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ საჭესთან.

თხის რქა

ამ დღეს ვარსკვლავები ცხოვრების რადიკალურად შეცვლის შანსს გაძლევენ. ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი დღეს დიდი ხნის დავიწყებული შორეული ნათესავის ან მეგობრისაგან შეტყობინებას მიიღებს. გირჩევთ ცვლილებები ვარცხნილობისა და გარდერობის შეცვლით დაიწყოთ. საღამოს ერიდეთ ხალხმრავალ წვეულებებს და ალკოჰოლურ სასმელებს.

მერწყული

შეცდომების თავიდან ასაცილებლად, მუშაობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, ამიტომ მაღაზიებში სიარულისგან თავის შეკავება ჯობს. ეცადეთ, დამატებითი შემოსავლის წყაროები იპოვოთ. ხელსაყრელი დროა საყვარელ ადამიანებთან საკამათო საკითხების მოსაგვარებლად.

თევზები

ამ დღეს ურთიერთობაში სირთულეები გელით. დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით შეიძლება თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობა გააფუჭოთ. ყველა შეთავაზება, რომელსაც დღეს მიიღებთ, ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. დაიმახსოვრეთ იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, რათა შემთხვევითმა ტრავმამ ან ავადმყოფობამ წინასწარ დაგეგმილ საქმეში ხელი არ შეგიშალოთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved