• რეკლამა
  • კონტაქტი
07:44, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის გვასაღებს “იმედი” აშშ-ის მწვავე კრიტიკოსებად – Borgia, Stooge, Munda Squire – ტაბულა

ალია ავტორი - ალია
21:34 04-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
212

ფოტოკოლაჟი – ტაბულა

ბოლო დღეებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა არაერთხელ გააკრიტიკა ქართული ოცნების მიერ ინიცირებული უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული სტილის კანონი და მოუწოდა მმართველ ძალას, არ მიიღოს ეს კანონი, ვინაიდან ის სერიოზულ ზიანს მიაყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

სამთავრობო მედია TV IMEDI-მა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის დისკრედიტაციის მიზნით გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებენ”, რომელშიც ქართული ოცნების ტელევიზიას მაგალითად ჰყავს მოყვანილი სოციალურ ქსელ X-ის უცხოელი მომხმარებლები.

გამოცემა ტაბულა ავრცელებს მასალას, სადაც აღწერილია, რეალურად ვინ არიან X-ის ის მომხმარებლები, რომლებსაც ქართული ოცნების მედია სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკოსებად ასაღებს.

თვალსაჩინოა, რომ TV IMEDI-ის მიერ მაგალითად მოყვანილი მომხმარებლები X-ის პლატფორმაზე ერთმანეთის მსგავს, ანტიდასავლურ და პრორუსულ გზავნილებს ავრცელებენ.

ერთ-ერთი მათგანია მემარჯვენე პოლიტიკური აქტივისტი, ჯეკ მაქსი, რომელიც მოუწოდებს საქართველოს, იმის საპირისპიროდ მოიქცეს, რისკენაც სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს, ასევე წერს, რომ “ე.წ. უკრაინის ომის გარდა, აშშ-ის გადასახადის გადამხდელებს უწევთ უკრაინის სოფლის მეურნეობის, საჯარო სექტორის თანამშრომლების, მთავრობისა და სამხედროების ხელფასებს იხდიან”.

მომხმარებელი ელბა ბორგია, რომელიც წერს, “საქართველოს გადასაწყვეტია, რა კანონები უნდათ და რა – არა, შეწყვიტეთ სხვა ქვეყნებში ჩარევა”, ასევე რუსეთ-უკრაინის ომზე ავრცელებს პრორუსულ პროპაგანდას, რომ “ეს უაზრო ომია, რომელსაც ვერ მოიგებს ” და “აშშ და ევროპა ისტორიაში ყველაზე დიდ მძარცველებად იქცნენ რუსეთის სუვერენული რეზერვების მითვისებით”.

მომხმარებელი კელი ვრაითი წერს, რომ აშშ-ს ორმაგი სტანდარტები აქვს, რადგან საქართველოს FARA-ს მსგავსი კანონის მიღების გამო აკრიტიკებს.

ვრაითი ასევე აზიარებს პოსტს, სადაც უკრაინული აზოვის ბატალიონი ნეონაცისტურ დაჯგუფებად არის მოხსენიებული, რაც რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, უკრაინის მხარეს მებრძოლი სამხედროები წარმოაჩინოს “ნაცისტებად”. ვრაითი ასევე აზიარებს სლოვაკეთის ევროსკეპტიკოსი და პრორუსულად განწყობილი პრემიერმინისტრის წინასაარჩევნო პოსტს, სადაც ფიკო წერს, რომ “სლოვაკეთს სჭირდება სტაბილური და სუვერენული ხელისუფლება და არა პროგრესული არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერიმენტი”.

დენ გილჯენი, რომელიც ოცნების კანონპროექტს ამერიკულ FARA-ს უწოდებს სისტემატიურად აზიარებს ანტიუკრაინულ გზავნილებს: აკრიტიკებს დასავლეთის მიერ უკრაინისათვის შეიარაღების გადაცემას და ცდილობს უკრაინის პრეზიდენტისა და დასავლელი ლიდერების  დისკრედიტირებას. ამავდროულად, აზიარებს პრორუსი ევროპელი ლიდერების, ვიქტორ ორბანისა და სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის მხარდამჭერ პოსტებს.

ვერნ ელმსი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს “ორმაგ სტანდარტებში” ადანაშაულებს, გამოირჩევა ანტიამერიკული პროპაგანდის გავრცელებით. ერთ-ერთ პოსტსში, ელმსი აზიარებს ჩინეთის სამთავრობო მედიის ჟურნალისტის პოსტს, სადაც ის აშშ-ს “ავღანეთის ოკუპაციაში” სდებს ბრალს და წერს, რომ ასე მოქცევის საშუალება რუსეთსაც უნდა ჰქონდეს. ასევე, მომხმარებელი აკრიტიკებს აშშ-ს ისრაელის მხარდაჭერისთვის და ავრცელებს ანტივაქსერულ გზავნილებს.

მომხმარებელი სახელად Alexander სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს და ცალკეულ მომხმარებლებს უკომენტარებს ერთნაირ ტექსტს, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონმდებლობა FARA-ს მსაგვსია და საჭიროა მეტი გამჭვირვალეობის დანერგვა. ის ასევე ავრცელებს ქართული ოცნების “მესიჯბოქსს” ბოლო დღეებში ჩატარებულ საპროტესტო აქციებზე. მომხმარებელი წერს, რომ თბილისში 17 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მხოლოდ 5 000 ადამიანი იყო, ხოლო პოლიციის მიერ აქციის სასტიკად დარბევაზე წერს, რომ “აქციის მონაწილეებს არ აქვთ წინააღმდეგობის გაწევის უფლება, ხოლო თუ წესიერად არ მოიქცევიან, მათ იძულებით დააკავებენ”. აღნიშნული მომხმარებელი ასევე ბათუმში ჩატარებულ საპროტესტო აქციაზე წერს, რომ ის “ენჯეოების ზეგავლენის ქვეშ იყო”.

ამის გარდა, აღნიშნული მომხმარებელი სხვების მსგავსად ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა და წერს, რომ ზელენსკის უკრაინა “გადაშენებისკენ მიჰყავს”, ხოლო ალექსეი ნავალნის ქვრივს, იულია ნავალნაიას ალკოჰოლზე დამოკიდებულს უწოდებს.

TV IMEDI-ის მიერ მაგალითად მოყვანილი მომხმარებელი, სახელწოდებით “Stooge”, წერს, რომ ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტის მსგავსი კანონი ავსტრალიაშიც მოქმედებს, რათა “უცხოურმა აქტორებმა ვერ შეძლონ ქვეყანაში დივერსიული აქტების მოწყობა”.

იგივე მომხმარებელი ავრცელებს რუსულ პროპაგანდას, რომ დასავლეთი უკრაინის ომს მხოლოდ საკუთარი ჰეგემონიის დასაცავად იყენებს და არ ადარდებს უკრაინის ბედი. ასევე, აზიარებს ამერიკელი პოლიტიკოსისა და კონსპირაციული თეორიების გამავრცელებლის, რობერტ კენედი უმცროსის პოსტს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე საუბარი “არმაგედონთან ფლირტია”.  ვრაითი ამავდროულად კოვიდპანდემიას ელიტების მიერ მოწყობილ “ისტორიის უდიდეს თაღლითობას” უწოდებს.

კიდევ ერთი მომხმარებელი, რომელიც ქართული ოცნების მედიას მოჰყავს მაგალითად, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკოსი, სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებს ანტიამერიკულ პროპაგანდას. წერს, რომ “რუსეთი უფრო ეთიკურია, ვიდრე კოლექტიური დასავლეთი” და რომ აშშ-ს სურს ომის დაწყება ირანთან.

ტაბულა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved