• რეკლამა
  • კონტაქტი
16:34, ოთხშაბათი, 29 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვის “ჩაშვებაზეც” უარი თქვა ამ უბედურმა, ვერცერთი ვერ ბედავს კაცურად დაიცვას მკერდგახვრეტილი… ჩაი@ვეს” – ზურაბ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
22:50 07-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22,062

კოალიცია ცვლილებებისთვის, ერთ–ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ამჟამად ქართული ოცნების ციხეშია, წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო, სოციალურ ქსელში, წერს:

“რიჟვაძეზე
__________
თავს იკლავდა თუ ესროლეს?
99% თავს იკლავდა. ოჯახი იყვირებდა. სავარაუდოდ ოჯახმა იცოდა, რამდენად მძიმე მდგომარეობაში იყო ბოლო პერიოდში. ასევე 100% დარწმუნებული არიან ახვლედიანში.
ნამდვილია თუ არა წერილი?
99% ნამდვილია.
ა. თუ თავს იკლავდა, ალბათობა იმისა, რომ რაღაც ახსნა-განმარტება დაეტოვებინა, მაღალია
ბ. ისეთები წერია, რომ ფაბრიკაციის შემთხვევაში არ დაწერდნენ.
ვინ ემუქრებოდა?
არც ერთ ოფიციალურ უწყებაში მის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არისო. ანუ, ვიღაცები ემუქრებოდნენ ოფიციალურ უწყებებს მიღმა.
ეს ვიღაცები ისეთები არიან, რომ ყოფილი ძალიან მაღალჩინოსანი ვერც იმას ახერხებს, რომ თავი დაიცვას თავისი, არსებული, ფართო საკონტაქტო წრის მეშვეობით და ვერც იმას ბედავს, რომ ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართოს დახმარების თხოვნით.
რითი ემუქრებოდნენ?
მოარული ინფორმაცია, რომ ბიძინა 300 მილიონს სთხოვს და გადახდის გრაფიკი შეუდგინეს, ვერ სცემს ამ კითხვაზე პასუხს.
ფულის გამო, რა რაოდენობისაც არ უნდა იყოს, ან ციხის შიშით (რაც არ ჩანს ჯერ) ადამიანი თავს არ იკლავს როგორც წესი.
სიცოცხლეზე უარს ამბობენ, როცა რაღაც ისეთის დაკარგვის საფრთხეა, რაც ადამიანს სიცოცხლეზე მეტად უღირს.
რიჟვაძის შემთხვევაში ეს ვერ იქნება მისი საჯარო, უმწიკვლო რეპუტაცია, რადგან ასეთი ისედაც არ არსებობს. მისი და მისი ოჯახის კორუფციულ ამბებზე წლებია მიდის საჯაროდ საუბარი.
ეს შეიძლება იყოს წამება, რომელიც იმდენად განგრძობითია და იმდენად აუტანელი, რომ ადამიანს ურჩევნია მოკვდეს.
ცემდნენ ვითომ? (დამკვიდრებული პრაქტიკა აქვთ ფარცხალაძის პროკურორობიდან მოყოლებული) შეიძლება, მაგრამ მაინც ნაკლებად სავარაუდოა ამას ჰქონოდა ეგეთი ინტენსიური ხასიათი. გაბაზრდებოდა.
ეს შეიძლება იყოს შვილებზე, ოჯახის წევრებზე ისეთი მუქარა, რომლის შესრულების რეალისტურობაში ადამიანს ეჭვი არ ეპარება. იზამდნენ? Why not?
ეს შეიძლება იყოს პირადი ხასიათია ინფორმაციის გასაჯაროებით მუქარა, რომელიც სხვაგვარად გაანადგურებს მის საჯარო რეპუტაციაა. იზამდნენ? არ უქნიათ?
ყველა ეს ვერსია დასაშვებია, მაგრამ რას სთხოვდნენ? 300 მილიონი გაქვს მისატანი ბიძინასთანო? ფული ბევრს მიუტანია ამ ქვეყანაში. რაღაც მეტს ითხოვდნენ და იმ წერილიდან რაც იკითხება, ეს რაღაც მეტი – საკუთარი გარემოცვის “ჩაშვებაა”, რომ მერე ისინი ეკაჩავებინათ და მათთვისაც მოეთხოვათ ფული + სხვების “ჩაშვება”.
ანუ რომ შევაჯამოთ, ყველაზე რეალისტური ვერსია არის ეს:
რიჟვაძეს ვიღაცები, რომელთა წინაშეც ყოფილი ძალიან მაღალჩინოსანი, თავისი ფართო სანაცნობო წრით სახელისუფლებო ვერტიკალში, ისევე როგორც იფიციალური სამართალდამცავი სტრუქტურებით აღმოჩნდა სრულიად დაუცველი და უსუსური, სთხოვდნენ სავარაუდოდ ფულს (სავარაუდოდ ბიძინას სახელით) და საკუთარი გარემოცვიდან ხალხის “ჩაშვებას”, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რაღაც ისეთის დაკარგვით (ოჯახის წევრების სიცოცხლე ან ჯანმრთელობა, რეპუტაცია), რაც მისთვის აღმოჩნდა სიცოცხლეზე ძვირფასი.
გასაგებია, ვინც დგას ამ ყველაფრის უკან, გასაგებია, რომ უკვე კაი ხანია აქ 90–იანების რუსეთია, მაგრამ ამ ტრაგიკულ რეალობას ჯოჯოხეთად აქცევს 2 დამატებითი გარემოება:
თვითმკვლელობამდე მისული უბედური, სასოწარკვეთილებისგან შველას ემუდარება იმას, ვინც თვითონაც ზუსტად იცის, რომ ერთადერთია ამ ქვეყანაში, ვისაც შეეძლო მისი ამ მდგომარეობამდე მიყვანა.
ისინი, ვის “ჩაშვებაზეც” მაღალი ალბათობით უარი თქვა ამ უბედურმა, საავადმყოფოს ეზოში დაყიალობენ აღმა-დაღმა, პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული და ვერცერთი (ვერცერთი!!) ვერ ბედავს აქტიურად, ღიად, ხმამაღლა, ადამიანურად, კაცურად, ძმაკაცურად დაიცვას თავისი მკერდგახვრეტილი ახლობელი ან ბუნებრივი კითხვები მაინც დასვას იმიტომ, რომ ჩაიჯვეს. ალბათ იმიტომაც, რომ ნაჭამიც აქვთ დიდი კოვზით.
სამწუხაროდ შექსპირი მკვდარია.
P.S მოგიტ%ანთ ცხოვრება!
ბოლომდე!
09.07.2025

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

15:32 04-29-2026
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს

13:34 04-29-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს

14:27 04-28-2026
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
ახალი ამბები

ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა

13:57 04-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved