„დავალებას გახარიას სხვა არ აძლევს, დავალებას თვითონ იძლევა ხოლმე, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები მიდიან მსგავს ღონისძიებებზე“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მუმუკა მდინარაძეს, ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა დავალებით მიდის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიუნხენის კონფერენციაზე, საპასუხოდ განაცხადა.
მდინარაძემ ამასთან დასძინა, რომ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, არავითარი შეხვედრა სერგეი ლავროვთან დაგეგმილი არ არის:
“შეხვედრასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მსგავსი რამ არ მსმენია. ასეთი შეხვედრა დაგეგმილი არ არის“
კომენტარები