• რეკლამა
  • კონტაქტი
08:07, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვინც “დედამ დაწყევლა” და საქართველოს ომში ჩასათრევად ფილტვები დაიზიანა, ყველას თბილისში მოუყრია თავი – ხაინდრავა

ალია ავტორი - ალია
16:37 09-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,645

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, ტვიტერის საკუთარ გვერდზე ეხმიანება უკრაინის მხარდასაჭერი ორდღიანი კონფერენციის თემას და წერს: 

„ვინც “დედამ დაწყევლა” და საქართველოს ომში ჩასათრევად ფილტვები დაიზიანა, ყველას თბილისში მოუყრია თავი! “ცხელ შემოდგომას” გვიმზადებენ! ჯერ შარვლების ჩასახდელად წავიდნენ საოკუპაციო ხაზზე, პუტინს აშინებენ. შემდეგ ტელესაროსკიპოებიდან შეგვიტევენ. “სლავა გეროიამ“.

დადგა ცხელი შემოდგომა. ბელადები არ ჩანან. პროტესტიც! გალკინმა და მაკარევიჩმა – ვერ გაქაჩეს. აწი “გავარვარებული” პარტნიორები თუ იყოჩაღებენ, საბაბს შეთხზავენ, “ლიბერალურს”! თუ არა და მოუწევთ “გირჩთან” ერთად საოკუპაციო ხაზთან შარვლის ჩახდა. სხვა რა გზაა… “შინ ევროპიწკენ”.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა რუსული აგრესიის დასამარცხებლად თბილისში ჩემობრძანდა. განიხილავს ლიაკასთან, სალომესთან, თამართან წამოწოლის გზებს, მიშასთან სტრატეგიას, ნიკასთან ტაქტიკას, “გირჩი -შარვალჩახდილებთან” საბოტაჟს. შემოდგომას გავიცხელებს და… გაიღვიძებს დეპოში.

დღეს “რევოლუციური გარდატეხის ინტერნაციონალური კომიტეტის” სხდომა – “დიდება უკრაინას!” გაიხსნა – არა კიევში, ოდესაში ან ლვოვში… არამედ თბილისში! “პატივცემული გვამები” იძულებული შეიქმნენ ერთად წვეოდნენ საკურატოროს – “ცხელი შემოდგომის” აღსასრულებლად. თუ არა და… ფაფუ დაფინანსება!“

შეგახსენებთ რომ გუშინ, 4 სექტემბერს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში ჩავიდნენ, თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას!” მონაწილეები.

დღეს, 5 სექტემბერს დაიწყება და ხვალ დასრულდება საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!” როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონფერენცია მიზნად ისახავს „საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას. კონფერენციის თემაა – „დიდება უკრაინას!” კონფერენციაზე იმსჯელებენ ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, ევროპული უსაფრთხოების მომავალზე და ა.შ.“ – წერს ხაინდრავა.

კონფერენციაში მონაწილეობენ: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერი; ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, კურტ ვოლკერი; ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი, ბენ ჰოჯესი; ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ; ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა; ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი; ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი და სხვები, ასევე ექსპერტები და მკვლევარები.

თეგები: გოგა ხაინდრავაკონფერენცია "დიდება უკრაინას"

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved