• რეკლამა
  • კონტაქტი
01:32, ოთხშაბათი, 1 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ვინმეს შეუძლია დაიჯეროს ერთი წუთით მაინც, რომ ეს ივანიშვილის პირდაპირი დავალების გარეშე მოხდა?” – სააკაშვილი ჰყვება, როდის გაიყო გვარამიასა და მისი გზები

ალია ავტორი - ალია
23:30 06-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
142

იმის თქმა, რომ თითქოს ნაციონალებიც აწარმოებდნენ მოლაპარაკებას გილაურთანო, იგივეა, ვინმემ თავისი მსუბუქი ყოფაქცევის გასამართლებლად სხვას უთხრას – შენ თვითონ „ასეთოო”, – ასე პასუხობს გადაცემა “რეაქციისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას ბრალდებას, სადაც მან თქვა, რომ “სწორედ გილაური იყო მისი პრემიერ-მინისტრი და „ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა მოლაპარაკება გილაურთანო“.

სააკაშვილის თქმით, სწორედ გილაურმა გადაიხადა 30 მილიონი დოლარი იმაში, რომ “მთავარს“ ნაციონალური მოძრაობის სიახლეები არ გაეშუქებინა.

ექსპრეზიდენტი ტელეკომპანია “მთავრის“ დაფუძნებასაც იხსენებს და ამბობს, რომ სწორედ მის სახლში, კიევში მოხდა ეს ყველაფერი და დედამისმა ბაბუამისის დანატოვარი მიწის ნაკვეთი გაყიდა, რათა ტელევიზიისთვის მიეცა.

2024 წლის არჩევნების დროს ტელევიზია მთლიანად ჩაგვიკეტეს,  აღარ აშუქებდნენ ჩემს ჩართვებს “სასამართლოში”- ამბობს სააკაშვილი.

2023-ში გილაური გამოჩნდა სწორედ მაშინ, როცა მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ერთიან სიაზე სხვა პარტიებთან. მისი პირობა იყო – არანაირი ერთიანი სია. გავდივართ ცალკე! ასევე, ტელევიზია „მთავარი“ აღარ აშუქებს ნაციონალებს. ამ საქმეში გილაურებმა 30 მილიონი დოლარი ჩადეს. ნუ, ოფიციალურად დარეგისტრირდა მხოლოდ 40 მილიონი ლარი! რომ შევადაროთ გილაურების დაფუძნებულ „ცვლილებების კოალიციას“ არჩევნებში 30-ჯერ მეტი ფული ჰქონდა, ვიდრე ნაცმოძრაობას თავისი ციხეში მჯდომი ლიდერით. საერთოდ, ჩემი მოწამვლის და დროებით მძიმე მდგომარეობის გამოყენება ჩემი პარტიის ხმებზე ნადირობისთვის არის კლასიკური პოლიტიკური მონადირეობა.  ახლა ვინმეს შეუძლია დაიჯეროს ერთი წუთით მაინც, რომ ეს ივანიშვილის პირდაპირი დავალების გარეშე მოხდა? ხოდა, იმის თქმა, რომ თითქოს ნაციონალებიც აწარმოებდნენ მოლაპარაკებას გილაურთანო, იგივეა, ვინმემ თავისი მსუბუქი ყოფაქცევის გასამართლებლად სხვას უთხრას შენ თვითონ „ასეთოო”.

გარდა იმისა, რომ სრული ტყუილია, გამამართლებლად არ ვარგა არანაირად.

რაც შეეხება ტელევიზია „მთავარს”. მისი დაფუძნება გადაწყდა ჩემთან სახლში, კიევში. სადაც მოხდა შეთანხმება ჩემი უშუალო ჩართულობით და შუამავლობით. მევე ვუპოვე ინვესტორები, რომლებიც მთლიანად აფინანსებდნენ ტელევიზიას წლების განმავლობაში. მეტსაც გეტყვით, ციხეში რომ მოვხვდი, დედაჩემმა ბაბუაჩემ გივის დატოვებული მიწის ნაკვეთი გაყიდა და ფულის ნახევარი მისცა „მთავარს” და ეს იყო ოჯახის ბოლო ფული! ხოდა, 2024 წლის არჩევნების დროს ტელევიზია მთლიანად ჩაგვიკეტეს. მათ შორის აღარ აშუქებდნენ ჩემს ჩართვებს „სასამართლოში”. ამას პოლიტიკა კი არა სრული ამორალობა ჰქვია! , – ამბობს სააკაშვილი.     

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved