• რეკლამა
  • კონტაქტი
06:44, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინმე თუ მეტყვის, რომ წამებაც ბედუკაძემ დადგა-მოიგონა, მე თავად ვანახებ იმ ადამიანებს, რომლებიც დასახიჩრდნენ ციხეში ცემით” – ბაია პატარაია

ალია ავტორი - ალია
20:00 12-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

უფლებადამცველი, ბაია პატარაია:

“შემთხვევითი არ არის, რომ სასამართლო პროცესზე სააკაშვილი მოსამართლეებს კი არა იმ კამერას უყურებს, რომლითაც ლაივი გადის; ის ესაუბრება არა სასამართალოს არამედ ხალხს. ამას ლოგიკური ახსნა აქვს: დღეს კლანის მართული სასამართლო მხოლოდ ცირკია და არავინ ელის მათგან სამართლიან პროცესს; დღეს სააკაშვილის ერთადერთი მსაჯული ქართველი ხალხია, რადგან მხოლოდ ქართველ ხალხს ხელეწიფება მისი დახსნაც, მისთვის ძალაუფლების დაბრუნებაც ან ამ ყველაფრის წართმევა.

თუმცა, “მიშისტებს”, ანუ სააკაშვილის უპირობო მომხრეებს, ავიწყდებათ ეს და ისტერიულად მოითხოვენ, რომ შევწყვიტოთ წამებული პრეზიდენტისთვის პასუხის, რეფლექსიის და შენანების მოთხოვნა. დღეს ხალხზე უკეთესი და სამართლიანი მსაჯული სააკაშვილს არ ჰყავს და ზუსტად ამიტომ მან ჩვენთან უნდა იმართლოს თავი. ხალხს აბსოლუტურად არ აინტერესებს “კოსტუმების საქმე” და ოცნების მონაჩმახი მსგავსი სისულელეები. ჩვენ, ხალხი, (და არა “მიშისტები”) ვითხოვთ პასუხს იმ სერიოზულ პრობლემებზე, რომელიც მესამე პრეზიდენტის მართველობას ახლდა თან და რის გამოც მან დაკარგა ძალაუფლება.

თუ სააკაშვილს სურს და სჭირდება ხალხის მხარდაჭერა (“მიშისტებისა” ისედაც აქვს), მან აუცილებლად უნდა გაგვცეს პასუხი კითხვებზე და მანვე უნდა განიხილოს მისი მმართველობის პრობლემები. რადგან თუ ხალხმა, ვერ დავინახეთ, რომ ის შეიცვალა, გააცნობიერა მთავარი და მოგვცა გარანტია, რომ იგივე აღარ განმეორება, ის ვერ მიიღებს ხალხის მხარდაჭერას და შესაბამისად, ვერ მოერევა ბიძინას. ამიტომ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებზე (და არა კოსტუმებზე და ვენოკებზე), ველით პასუხებს, რეფლექსიას და გინდაც ბოდიშებს (ოღონდ არა გახარიასეულს და ყალბს).

პ.ს. ვინმე თუ შემომივარდება და მეტყვის, რომ პრობლემები არ იყო და წამებაც ბედუკაძემ დადგა-მოიგონა, მე თავად წავიყვან და ვანახებ იმ ცოცხალ ადამიანებს, რომლებიც შეუქცევადად დასახიჩრდნენ ციხეში ცემით.

პ.პ.ს. კი ბატონო, იმ კარგზეც ილაპარაკოს, რაც მას და მის გუნდს გაუკეთებიათ, (რადგან ბევრი ამასაც აიგნორებს), მაგრამ ჩვენ არ დაგვვიწყებია ის უმძიმესი პრაქტიკები, რის გამოც აღარ ენდობა ხალხი სააკაშვილს ბიძინას პირობებშიც კი. და საერთოდ, სულ რომ დავანებოთ სააკაშვილს თავი, სანამ ერი და ბერი და პოლიტიკოსები არ დავიწყებთ ჩვენივე წარსულის კრიტიკულ გადააზრებას, ვერავინ ვერ წავალთ წინ და შეგვრჩება ბიძინა 2030 წლამეც და იმის იქეთაც.”

თეგები: ბაია პატარაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved