• რეკლამა
  • კონტაქტი
12:25, ორშაბათი, 30 იანვარი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინ მოაწერს ნეიტრალიტეტზე ხელს, სანამ რუსეთი ჯარს არ გაიყვანს? რეფერენდუმი ვერ ჩატარდება სანამ სხვა ქვეყნის ჯარი დგას!” – ზელენსკი

"ჯარი უნდა გაიყვანოს, შემდეგ გარანტორები ხელს მოაწერენ, შემდეგ მოხდება პარლამენტის მიერ რატიფიცირება, რამდენიმე თვის მერე იქნება რეფერენდუმი და ერთი წლის შემდეგ, კონსტიტუციის ცვლილება."  

ალია ავტორი - ალია
05:56 03-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,538

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი, რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს, პასუხობს კითხვას, რამდენად სწორი იყო, თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა და რუსეთის მოლაპარაკების 6 პუნქტიდან, 4 პუნტში შეთანხმების გზაზე დგანან, მათ შორის, ნეიტრალიტეტზე და უკრაინაში რუსული ენის უსაფრთხოებაზე, თუმცა, ყირიმსა და დონბასზე უკრაინის დათანხმება შეუძლებელია. 

ვოლოდიმერ ზელენსკი:

რუსეთის პირველ ულტიმატუმებში იყო დელიმიტარიზაცია, დენატიფიკაცია… ჯერ კიდევ მინსკის მოლაპარკებების დროს მივეჩვიეთ, რომ რუსეთი ცდილობს გაწელოს პროცესი. ისინი პროცესს წელავდნენ, რადგან მათ სურდათ მცირე დროში მოეხდინათ ჩვენი ოკუპაცია… იცით, ხომ, აღლუმის ფორმები რომ ვნახეთ ჯარისკაცებთან?  სასაცილო იქნებოდა, ასე ტრაგიკული რომ არ იყოს, რომ ისინი ემზადებოდნენ აღლუმის მოსაწყობად მაედანზე, სურდათ იქ ტანკებით გაევლოთ ომის მე-3-მე-4 დღეს. თურქეთის განცხადება, ცოტა არ იყოს, არაკორექტული იყო და ამ თემაზე ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს – იქ იყო თარგმანიც და რიტორიკას არ იყო ბოლომდე დახვეწილი.

დელიმიტარიზაციას საერთოდ არ განვიხილავთ, ჩვენ ვთქვით, რომ საერთოდ არ დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ იქ უნდა ვისაუბროთ ასეთ თემებზე., ეს საერთოდ გაუგებარი საკითხებია ჩემთვის. დენატიფიკაცია, დელიმიტარიზაცია არ გვაინტერესებს, ასეც გადავეცით.

რუსეთის მხარე ითხოვს, უკრაინაში რუსული ენის დაცვას – მე დავაბარე ჩემ წარმომადგენლებს და გადავეცი რუსულ მხარეს – ომის ყოველი დღე კითხვის ნიშანს დასვამს – საერთოდ რა არის რუსული ენა? ხალხი თავად აღარ მოისურვებს, აღარ მოუნდებათ რუსულ ენაზე წაკითხვა, კინოს ნახვა, საუბარი… ჩემი აზრი შემდეგია – მხოლოდ სარკისებრი პატივისცემა – გინდათ რუსული სკოლები უკრაინაში? კი, ბატონო, გახსენით კერძო რუსული სკოლა, მაგრამ ამ პირობით – თქვენ გახსნით ჩვენთან რუსულ სკოლას? ჩვენ გავხსნით რუსეთში უკრაინულ სკოლას. რამეს გამოვცემთ რუსეთში? ესე იგი, თქვენც გამოსცემთ რაიმეს უკრაინაში. ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანად – გინდათ რუსუთის სახელმწიფო ენას პატივი ვცეთ? პატივი ეცით ჩვენ სახელმწიფო ენას. მეზობელი ქვეყნების ენის პატივისცემის ხელშეკრულებას ხელს მოვაწერ, ყველა მეზობელ ქვეყანასთან… ენის საკითხი ასეთი ხელშეკრულებით შეიძლება მოგვარდეს.

რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიას და ნეიტრალიტეტს,

ჩვენ მზად ვართ ამის განსახილველად, ეს არის მთავარი პუნქტი და როგორც მახსოვს, რუსეთისთვის ეს პუნქტი იყო უმთავრესი, ასევე, როგორც მახსოვს, რუსეთმა ამის გამო დაიწყო ომი – შემდეგ დაიწყეს ულტიმატუმების დამატება. თავიდან მათ თქვეს, რომ “ნატო” ფართოვდება, არ ვართ თანხმა რა გზითაც მიდიხართ, ჩვენ ვიცავთ ჩვენ უსაფრთხოებას და ამიტომ ეს არის მთავარი საკითხი – ასე თქვა რუსეთის ხელისუფლებამ, ხო? ამიტომ ეს ეს პუნქტი, უკრაინის უსაფრთხოება და როგორც თავადვე ამბობენ, რუსეთის უსაფრთხოება – გასაგებია, განვიხილავთ, მაგრამ ჩემი ინტერესია, რომ ეს არ იყოს კიდევ ერთი ფარატინა ფურცელი. ჩვენი ინტერესია, რომ ეს ქაღალდი იქცეს სერიოზულ ხელშეკრულებად, რომელიც იქნება ხელმოწერილი, უსაფრთხოების გარანტორი ქვეყნების მიერ ხელმოწერილი. აუცილებელია რატიფიცირებული იქნეს პარლამენტის მიერ და აუცილებლად უნდა იყოს რეფერენდუმით გადაწყვეტილი და რატომ – ნეიტრალიტეტის განსაზღვრა საკონსტიტუციო ცვლილებას საჭიროებს და ეს ორი სესიაა – როცა ჩვენი ჯგუფი შეხვდა რუსულ მხარეს, ისინი არ იყვნენ საქმეში ღრმად გათვიცნობიერებულნი – კონსტიტუციის ცვლილება შესაძლებელია ორი სესიის მერე და ორი სესია – 1 წელია.

რაც შეეხება რეფერენდუმს – უფრო სწრაფი ნაბიჯია. რუსულ მხარეს უნდა იმის გარანტია, რომ ეს ნამდვილად მოხდება – ამიტომ, რეფერენდუმის სახით, ხალხს შეუძლია მისცეს ეს გარანტია რუსეთს. რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელი იქნება რამდენიმე თვეში და კონსტიტუციის ცვლილებას კი მინიმუმ 1 წელი სჭირდება, უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით.

მოლაპარაკებები უნდა შედგეს პრეზიდენტ პუტინთან.

გარანტორები არაფერს მოაწერენ ხელს თუ უკრაინის ტერიტორიაზე იქნება რუსის ჯარი! აი, რატომ მგონია, რომ ომის დასრულება შესაძლებელია მალევე და მხოლოდ პუტინი და მისი გარემოცვა აგრძელებს ომს. რომელი გარანტონი მოაწერს ისე ხელს? ჯონსონი? ბაიდენი? ერდოღანი? ვინ დაჯდება რამეზე სალაპარაკოდ, თუ უკრაინაში დგას რუსის ჯარი? ვინ მოაწერს რაიმეზე ხელს? ამიტომ, არ არის საჭირო ლოდინი კონსტიტუციის ცვლილების, რუსეთის მხარე ამბობს, მოდი, ჯერ შევცვალოთ კონსტიუტუცია და მერე გავიყვანთ ჯარს – ამას რომ ამბობენ, ისე ვუყურებთ, როგორც… არ მინდა ამის თქმა…

ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ რუსეთის პრეზიდენტთან, მაგრამ რომ მოვილაპარაკოთ, ამისათვის ის თავისი ფეხით უნდა გავიდეს იქედან, სადაც არის და მოვიდეს შეხვედრაზე ჩემთან და ეს შეხვედრა ვერ შედგება რუსეთის, უკრაინის და ბელორუსის ტერიტორიაზე, ეს სამი, ერთმანეთთან კონფლიქტსი მყოფი ქვეყანაა.

ამიტომ, თუ ჩვენ შევხვდებით, შევთანხმდებით, ხელს მოვაწერთ, ეს საკმარისი იქნება იმისათვის. რომ დაიწყოს უკრაინიდან ჯარის გაყვანა. ჯარი უნდა გაიყვანოს, შემდეგ გარანტორები ხელს მოაწერენ, შემდეგ მოხდება პარლამენტის მიერ რატიფიცირება, რამდენიმე თვის მერე იქნება რეფერენდუმი და ერთი წლის შემდეგ, კონსტიტუციის ცვლილება.  

 

 

ჟურნალისტი, ზელენსკის ჩაეკითხა: რეფერენდუმში არის პასუხი- დიახ და არის პასუხი – არა. თუ რეფერენდუმისას უკრაინელი ხალხი იტყვის, რომ არ უნდა ნეიტრალური სტატუსი, შემდეგ რა იქნება?

 

 ვოლოდიმერ ზელენსკი:

რეფერენდუმი ვერ ჩატარდება სანამ სხვა ქვეყნის ჯარი დგას ქვეყანაში. არასოდეს, არავინ არ ჩათვლის რეფერენდუმის რეზულტატს კანონიერად, თუ ქვეყნის ტერიტორიაზე დგას სხვა ქვეყნის უკანონო, თუ კანონიერი სამხედრო დაჯგუფება. ეს შეუძლებელია. ახლა რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ ჩვენ ინტერესშია, ჩავატარებთ რეფერენდუმს, რომელსაც მერე არავინ ცნობს კანონიერად, რადგან იყო სხვა ქვეყნის ჯარი. ეს არალეგიტიმურია. ჩემთვის ძალიან რთულია ეს გადავცე რუსულ მხარეს, საჭიროა რუსულმა მხარემ დაიწყოს მოლაპარაკებებზე იურისტების მოყვანა, თუნდაც, ისეთი ადამიანის მოყვანა, ვისაც იურისტის განათლება აქვს, და არა მხოლოდ სამხედროები და პოლიტიკოსები.

 

ზელენსკისთვის რუს ჟურნალისტებს არ უკითხავთ, რუსეთმა რომ ჯარები გაიყვანოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეფერენდუმი ჩატარდება უკრაინაში და უკრაინელი ხალხი, თუ, თანხმობას იტყვის ნეიტრალიტეტზე, ომიდან 1 წლის მერე, როცა შესაძლებელი იქნება უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა – სად, აღდგენის და განვითარების რა ეტაპზე იქნება უკრაინა, რომელმაც ყველა გზა გაუხსნა ახალი კანონების მიხედვით უცხოურ ბიზნეს და უამრავი დახმარება მიიღო უკვე დანგრეული ქალაქების აღსადგენად და სად იქნება რუსეთი, განვითარების რა ეტაპზე, თუნდაც სანქციებიდან რამდენიმე თვის მერე?იმ ფონზე, რომ ის აღარ აღიქმება სანდო პარტნიორად მსოფლიოს არც ერთი წამყვანი ქვეყნისთვის? იმ ფონზე, რომ რუსეთის პრეზიდენტს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები ბავშვების მკვლელს ეძახიან? იმ ფონზე, რომ ჯერ კიდევ წინაა ჰააგის სასამართლო, რომლისგანაც მას უკრაინის ნეიტრალიტეტი არ ათავისუფლებს და ომის დანაშაულიც არსად გამქრალა. ამჯერად, ისე ჩანს, რომ ნეიტრალიტეტის იდეა, რუსეთს უკან ბუმერანგივით უბრუნდება, რადგან, სანამ უკრაინის მიწაზე მისი ჯარია, ნეიტრალიტეტის დაწესების კანონიერი საფუძველი არ არსებობს, თუ უკრაინიდან ჯარს არ გაიყვანს, ესე იგი არ სურს ომის დასრულება უკრაინის ნეიტრალიტეტის გზით და თუ უკრაინიდან ჯარს გაიყვანს, გარდა იმისა, რომ ეს დამარცხებად ჩაეთვლება, რადგან მუქარა კიევის ე.წ. გაწმენდაზე, მუქარად დარჩა, მას მინიმუმ 1 წელი მოუწევს ლოდინი, უკრაინის კონსტიტუციის შეცვლამდე და ჯერჯერობით უცნობია, ამ 1 წლიდან, რამდენ თვეს გაატარებს სანქციების ქვეშ, რამდენი ბიზნესი გადაინაცვლებს რუსეთიდან უკრაინაში და როგორ გამოიყენებს თუნდაც იმ ფინანსურ დახმარებას უკრაინა, რომელიც უკვე მიიღო. გარდა ამისა, სრულიად შესაძლებელია, რომ ჯარის გაყვანიდან რამდენიმე თვის მერე ჩატარებულ რეფერენდუმში, უკრაინელმა ხალხმა პუტინს უთხრას, Русский корабль иди на @уй…

 

თეგები: აშშბაიდენიდიდი ბრიტანეთიერდოღანიზელენსკითურქეთინეიტრალიტეტიპუტინირუსეთ-უკრაინის ომიჯონსონი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023
„ყველა  მშიშარა, მონა და  მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე
ახალი ამბები

„ყველა მშიშარა, მონა და მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე

23:09 01-24-2023

ბიზნესი

„იმპექსის“ ახალი აფთიაქი თბილისში, გლდანის რაიონში, მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებებით ელოდება
ბიზნესი

„იმპექსის“ ახალი აფთიაქი თბილისში, გლდანის რაიონში, მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებებით ელოდება

12:24 01-30-2023
ბიზნესი

თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

13:36 01-27-2023
თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა
ბიზნესი

თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

11:46 01-27-2023
ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
ბიზნესი

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

18:46 01-26-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved