• რეკლამა
  • კონტაქტი
19:13, სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა

ალია ავტორი - ალია
18:57 11-24-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15

თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა გააფართოვა და თბილისში ახალი, თანამედროვე სასწავლო შენობა გახსნა. ოფიციალური გახსნის ღონისძიება დღეს, 24 ნოემბერს, გაიმართა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 17 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 13 მილიონი ლარი თიბისის დაფინანსებაა.
ღონისძიებაზე ასევე დაანონსდა თანამშრომლობის დაწყება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტთან – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT), კონკრეტულად კი – MIT Open Learning-ის საგანმანათლებლო მიმართულებასთან. პარტნიორობის ფარგლებში, Skillwill-ის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები MIT Open Learning-ის Universal AI პროგრამასაც გაივლიან.
Skillwill საქართველოს მასშტაბით ოთხ სასწავლო სივრცეს აერთიანებს – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ამ ეტაპზე სტუდენტებს 13 სადიპლომო პროგრამას სთავაზობს ტექნოლოგიების,
ხელოვნური ინტელექტის, ციფრული მარკეტინგისა და მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებებით. პროგრამები პრაქტიკულ სწავლებასა და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული.
თიბისისა და Skillwill-ის ჯგუფის პარტნიორობა 5 წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივად 110 მილიონი ლარის პროექტებია განხორციელებული, საიდანაც
80 მილიონი ლარი თიბისის დაფინანსებაა.
„თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა პრიორიტეტულია. პარტნიორებთან თანამშრომლობის გარდა, თავადაც ვქმნით საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. ბოლო სამ წელში თიბისის ტექ სკოლის, კამპუსისა და IT აკადემიის პროგრამებით 11 000 ადამიანი გადავამზადეთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. Skillwill-თან ერთად განხორციელებული პროექტის მიზანიც იგივეა – მივცეთ ახალგაზრდებს საერთაშორისო ხარისხის განათლებაზე წვდომა და დავეხმაროთ მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებაში. ასეთი ინიციატივებით ხელს ვუწყობთ კვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც შრომის ბაზრის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის” – მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი.
“თიბისი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ფინანსური პარტნიორია, რომელიც აქტიურად არის ჩართული როგორც ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში, ისე
სტუდენტებისთვის კარიერული შესაძლებლობების შექმნაში. გვჯერა, რომ განათლებისა და
ბიზნესის თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენი ამბიციაა, საქართველოში შევქმნათ საგანმანათლებლო ეკოსისტემა, რომელიც საერთაშორისო ცოდნას, ადგილობრივი ბიზნესის საჭიროებებსა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს გააერთიანებს“, – გიორგი მარიამიძე, Skillwill-ის დამფუძნებელი.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა

18:57 11-24-2026
Black Friday – საუკეთესო შეთავაზებები სითი მოლში
ახალი ამბები

Black Friday – საუკეთესო შეთავაზებები სითი მოლში

17:43 11-24-2026
წინანდლის მამულში გამოფენა “ქართული ხელოვნების რუკა” გაიხსნა
ახალი ამბები

წინანდლის მამულში გამოფენა “ქართული ხელოვნების რუკა” გაიხსნა

14:16 11-24-2026
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო
ახალი ამბები

40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო

13:55 11-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved