• რეკლამა
  • კონტაქტი
12:04, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ მოამარაგებს ჯარს 882 ათასი ლარის ხორცით და რა კავშირი აქვს მას რუსეთთან და ჩაქაფულთან?

ალია ავტორი - ალია
20:07 05-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
98

როგორც ჩანს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა რომ ქართული ჯარი იმ კომპანიის დახმარებით გამოკვებოს, რომლის 50 პროცენტის მფლობელი, რუსეთის მოქალქეა.

ფაქტი: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, 2020 წლის თებერვალში გამოაცხადა ტენდერი ძალოვანი სტრუქტურებისთვის დარბილებული ღორის ხორცის შესყიდვის შესახებ. 

ტენდერით გათვალისწინებული საწყისი თანხა იყო 900,000 ლარი. 

ამ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ – ჰელსი ფუდ-მა მიიღო და გამარჯვებულადაც ის გამოცხადდა. 

შპს ჰელსი ფუდმა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ქართული ჯარის დარბილებული ღორის ხორცით მომარაგება 882,000 ლარად შესთავაზა.  

დოკუმენტაციის მიხედვით, ჰელსი ფუდმა, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილებს, თბილისში, სენაკში, ოლფოლოში, თელავში, საჩხერესა და სხვა ქალაქებში, ჯამში 60,000 კილო დარბილებული ღორის ხორცი უნდა მიაწოდოს. 

მნიშვნელოვანი გარემოებები: ნებისმიერი სახის შესყიდვა, თავდაცვის სამინისტროში სენსიტიური და განსაკუთრებულად ფრთხილი თემაა, რადგან საქმე შეიარაღებულ ძალებს, სამხედროებს ეხებათ. 

ცხადია, რუსეთში ბევრი ღირსეული ქართველი და საქართველოს პატრიოტი ცხოვრობს, თუმცა, ვინაიდან ეს ქვეყანა ოკუპანტია, მასთან დაკავშირებული პირის მიერ ჯარის გამოკვების თემა, მინიმუმ გადამოწმების საგანი უნდა გახდეს.

ამიტომ, მსგავსი კონტრაქტი, თავდაცვის სამინისტროს კონტრდაზვერვის მიერ მასალების შესწავლის შემდეგ ფორმდება. მანამდე კი, მოწმდება კომპანია და რისკები, მაგალითად, ჯარის მოწამვლის თაობაზე, რაც ერთხელ უკვე მოხდა – ქართული ოცნების მინისტრ ალასანიას უპასუხისმგებლობის გამო. 

თუმცა, როგორც ჩანს, ის რომ ჰელსი ფუდის 50 პროცენტის მფლობელი ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეა, სულაც არ აღმოჩნდა დამაბრკოლებელი გარემოება ამ კომპანიის გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე.

P.S: საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ჰელსი ფუდს ორი მესაკუთრე ჰყავს: 

იამზე თალაკვაძე – 50 პროცენტი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ზაალი ილიაევი.

ამ კომპანიის სახელით მათ საკმაოდ სოლიდური ტენდერები აქვთ მოგებული (რომელთა ღირებულების ჯამი რამდენიმე მილიონია) ძირითადად სკოლებისა და ბაღების კვებასთან დაკავშირებით.

თალაკვაძე და ილიაევი ერთობლივად კიდევ ერთ კომპანიას – სანდო ჯგუფს ფლობენ, რომლის მეშვეობითაც მათ დამატებით 4 ტენდერი მოიგეს.

პრესა.ჯი

“ალია” – შეგახსენებთ, ჰელსი ფუდსი პირველად არ მოხვდა ჟურნალისტების ყურადღების ქვეშ:

ღარიბაშვილის მითითებით 16 აპრილს, აღდგომამდე 3 დღით ადრე  68 000 ლარის ბატკნის ხორცი გამარტივებული წესით შეისყიდეს. არადა უწყებას პასკები და კვერცხები უკვე მომარაგებული და შესყიდული ჰქონდა სტანდარტული ტენდერებით.

3 000 კილოგრამი ბატკნის ხორცი თავდაცვის სამინისტროს კომპანია „ჰელსი ფუდმა“ მიაწოდა, თავისივე ფერმიდან და თავისივე სასაკლაოდან. კომპანიას ორი თანაბარი მეწილე ჰყავს – გენადი ხოშებაევი და იამზე თალაკვაძე.

1558 ლარი დაკონსერვებულ ტყემალში გადაიხადა მაშინ ღარიბაშვილმა.

ტყემლით შეკმაზული ჩაქაფული ერთადერთი აღმოჩნდა, რისი შეთავაზებაც საქართველოს ხელისუფლებამ ჯარიკაცებითვის შეძლო. იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც  თითქმის სამი თვე, ყაზარმული დღის წესრიგით ცხოვრობდნენ.

როგორც ახლა გავიგეთ, არა მხოლოდ ტენდერს იგებს აღნიშნული კომპანია, არამედ მისგან პირდაპირი შესყიდვითაც ვყიდულობთ პროდუქციას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved