• რეკლამა
  • კონტაქტი
22:53, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ვინ გეკითხებათ, საიდან მოხვედით, ვინ ყრიხართ?!” – ლაშა ნაცვლიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:26 03-10-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,028

ყოფილი ჩინოვნიკი, ლაშა ნაცვლიშვილი:

,,არ მინდოდა ამ თემაში ღრმად შესვლა, ათასი ჯურის სპეკულაციის წყაროდ რომ არ ქცეულიყო, მაგრამ მაინც მომიწია.

საკითხი მოჯთაბა ჰამენეის ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერ ლიდერად (სახელმწიფოს მეთაურად) არჩევაზე ქართველი “ლიბერალების” რეაქციას ეხება.

ქართველმა “ლიბერალმა”, როგორც სჩვევია, ისევ არ უღალატა ოქროს წესს – “გაეთხაროს” იმ თემაში, რომელშიც ნულოვანი კომპეტენცია აქვს და რაც მთავარია, სხვას დაუწუნოს იმ წესიდან გადახვევა, რომელ წესსაც თავად არ აღიარებს.

მაგალითისთვის, შეამჩნევდით, რომ ათეისტი ქართველი “ლიბერალი”, რომელსაც სულის ცხონების არ სწამს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებს ეჩხუბება, თვითმკვლელისთვის წესის აგებაზე უარს რატომ ამბობთო.

დაახლოებით იგივე ხდება ამ საკითხზეც:

ამჟამად, მემკვიდრეობითობის თემაზე აღიგზნენ – რა წესია შვილის სულიერ ლიდერად არჩევა, შაჰი ხომ მაგიტომ დაამხეთ, ძალაუფლება მემკვიდრეობით რომ აღარ გადასულიყოო – გაუბრაზდნენ ირანის მმართველ (ესპერტთა) საბჭოს.

ვინ გეკითხებათ, საიდან მოხვედით, ვინ ყრიხართ?!

ჩემი ფიქრით, ორდინარულ სიტუაციაში (ალი ჰამენეი რომ ბუნებრივი სიკვდილით მომკვდარიყო), მოჯთაბა ჰამენეის ირანის სულიერ ლიდერად არჩევის შანსი ნულის ტოლი იქნებოდა, მაგრამ მიმდინარე ომის და ალი ჰამენეის ოჯახის განადგურების ფონზე, შვილის არჩევა – არა მონარქისტული გადახრაა წესიდან, არამედ გზავნილია, სიმბოლური აქტია, რომ მამის საქმე ცოცხალია და წინააღმდეგობა გრძელდება.

თან, რადიკალია მოჯთაბაო, ბუტბუტებენ უმეცარი ტუჩებით.

კი, ნამდვილად რადიკალია, მაგრამ იმათ გასაგონად, ალკოტესტზე გადაყვანის გამო ვინც ისე ისტრესება, რომ ფსიქოლოგი სჭირდება რეაბილიტაციისთვის, სპეციალურად უნდა დავმარცვლო:

28 თებერვალს მოჯთაბა ჰამენეის მოუკლეს 14 თვის ჩვილი (გოგონა), მოუკლეს დედა, მამა, და, ძმა, რძალი და სიძე (დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოუკლეს ვაჟიც).

დიდი შანსია, თავადაც გაანადგურონ და რადიკალი იქნება, აბა, ნანუაშვილის ტოლერანტობის ქომაგის პრემიის ნომინანტს ელოდით?“

თეგები: ლაშა ნაცვლიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved