• რეკლამა
  • კონტაქტი
02:09, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ ესწრებოდა ივანიშვილისა და იაგო ხვიჩიას შეხვედრას და როდის შედგა რეალურად შეხვედრა?

ალია ავტორი - ალია
01:18 09-10-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

თხპ-ს ლიდერი, იაგო ხვიჩია, ფორმულასთან ამბობს, რომ შეხვედრა ივანიშვილთან შედგა 2025 წლის დეკემბერში და მას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, თუმცა, ღარიბაშვილი პრემიერობიდან გადადგა 2024 წლის იანვარში.

​მას შემდეგ, რაც პარლამენტში შევედით, ჩვენი ისეთი, რაღაცნაირი დაჟინებული ინიციატივა იყო, რომ დაგვეწყო [შეხვედრები] ბიძინა ივანიშვილთან. მოგეხსენებათ, ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ პარლამენტში სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია გვქონდა. აი, კვირაში ერთხელ თუ თვეში ერთხელ – მე მაინც ვამბობდი, ძირითადად მამუკა მდინარაძესთან, ხანდახან ირაკლი კობახიძესთან: მე ვეუბნებოდი, რომ მაინტერესებს ქვეყნის მმართველი. მე ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც ხალხმა პარლამენტში აირჩია, და ძალიან მინდა იმ კაცის გაცნობა, რომელიც ქვეყნის რეალური მმართველია.

​ერთ მშვენიერ დღეს, მაშინ, როცა არჩევნები დამთავრებული იყო – ანუ ქვეყანაში ცოტა ისეთი, „ქართული ოცნებისთვის“ რთული სიტუაცია აღარ იყი იყო, ეს არის 2025 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდი, 2025 წლის დეკემბერი.

 მამუკა მდინარაძემ დარეკა და თქვა, რომ შეხვედრა გამოვა. მე ეს ძალიან გამიხარდა, ოფისში ყველას გაუხარდა, პოლიტიკოსებს., სანდრომ მთხოვა, რომ: «იქნება გამოვიდეს, რომ მეც გავეცნო ეს კაცი». შესაბამისად, ასე შევთანხმდით, რომ ეს შეხვედრა არ იქნებოდა მხოლოდ ჩემი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის —  მე და სანდრო რაქვიაშვილი შევხვდით.

​შეხვედრას ესწრებოდა ჩვენთან ერთად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სუს-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე. შეხვედრა შედგა ბიძინა ივანიშვილის სახლში.

შეხვედრა მიდიოდა დაახლოებით  საათზე მეტხანს. შეხვედრამ ჩაიარა მშვიდ, პატივისცემით, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოში. ბევრ თემაზე ვისაუბრეთ: ვისაუბრეთ როგორც ქვეყნის შიდა სიტუაციაზე, ოპოზიციის და ხელისუფლების ურთიერთობაზე, ვისაუბრეთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამ ქვეყანას გააჩნია ზოგადად.

ამ შეხვედრამ გაცნობითი ხასიათის შინაარსი შეიძინა.

​ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მარტო ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ინტერესი კი არ გვქონია, ჩვენ შევხვდით მიხეილ სააკაშვილსაც იმ ვადაში, როდესაც პარლამენტში ვიყავით. ჩვენ… რამდენჯერმე ვარ, მაგალითად, გახარიასთან სახლში ნამყოფი შეხვედრაზე, „ლელოსთან“ ბევრჯერ ვარ ნამყოფი შეხვედრაზე. არცერთი ამ შეხვედრის შესახებ საზოგადოებისთვის არ ყოფილა საჯაროდ ცნობილი, იმიტომ რომ ეს შეხვედრები არ მთავრდებოდა რამე ისეთი კონკრეტული შედეგით, რომლითაც ჩვენ აუცილებლად ჩავთვლიდით, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებასთან უნდა გველაპარაკა. იმიტომ რომ ჩვენ კიდევ გვინდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან.

​მე საერთოდ არ მინდა, რომ ვინმემ ჩემთან ილაპარაკოს და მე წინ დავახვედრო.

​თუ შეთანხმებაც გამოვა, ცხადია, რომ ჩვენ ამის შესახებ კვლავაც არასოდეს დავუმალავთ ჩვენს მხარდამჭერებს და ზოგადად საზოგადოებას. მაგრამ მე მგონია, რომ ცოტა უაზრო დისკუსია წამოიწყო იმან, რომ: «რატომ ხვდებით თქვენ ვიღაცას?» ან «თუ თქვენ ვიღაცას ხვდებით, ესე იგი გადაბირებას აპირებს, ვიღაცამ ახლა გადაგაბირათ»…  შეგახსენებთ იმ ისტორიას, როგორ დაიწყო ეს. სკანდალი…

​არც გამჟავნდებოფა, მაგრამ ჟურნალისტმა სანდროს პირდაპირ კითხა და თქვა, რომ ეთქვა არ შევხვედრივარო, – არც არაფერი.  დედაჩემმაც კი ტელევიზიიდან გაიგო ეს შეხვედრა. ჩემი ოჯახის წევრებიდან ჩემმა ძმამ და მამაჩემმა იცოდა მარტო. და ჩვენი სამდივნოს წევრთა დიდ ნაწილს ცოტათი გული ტკივა იმის გამო, რომ, მაგალითად, მათაც კი არ იცოდნენ, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენგან არ გასულიყო ამ შეხვედრის შესახებ რაიმე ტიპის ინფორმაცია. არა იმიტომ, რომ რამეს ვმალავდით – დასამალი არაფერია – არამედ ვინაიდან ასე წავიდა, ვინაიდან ჩვენ კიდევ გვინდა შევხვდეთ, კიდევ გვინდა ეს გავაგრძელოთ… საერთოდ არ მინდა, რომ რამე ისეთი ვთქვა ან ისეთ რაღაცაზე ველაპარაკო, რაც უბრალოდ არ იქნება მეორე მხარისთვის შეთანხმებული ან მისაღები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ასეთი შეთანხმებით იყო ზოგადად ეს შეხვედრა.

​ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით. მე ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო-მეთქი. ასევე ჩემი ცხოვრების მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ციხეში. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ეს შეუძლია ჩვენს პარტიას: რომ შეხვდეს როგორც მიხეილ სააკაშვილს, ისე ბიძინა ივანიშვილს, – ამბობს ხვიჩია.

იაგო ხვიჩიამ.თქვა ისიც, რომ შეხვედრას არ ჰქონია შედეგი. ივანიშვილისთვის შენიშვნები არ მიუცია და რომ კიდევ მეორე შეხვედრაც შედგა, იგივე შემადგენლობით, ოღონდ ონლაინ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved