• რეკლამა
  • კონტაქტი
15:57, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ ემუქრება უკრაინას, უცხოპლანეტელები? – რეზოლუციის ტექსტი ინტელექტისგან დაცლილია: დავით ბერძენიშვილი

ალია ავტორი - ალია
10:39 01-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

“რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის შეფასებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი ინტელექტისგან დაცლილია.

“ვინ არის უკრაინის მტერი, ვინ ემუქრება უკრაინას, უცხოპლანეტელები ჩამოვიდნენ თუ გვიანი შუა საუკუნეებია”

როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, დღევანდელ ვითარებაში ერთობლივი რეზოლუციის საჭიროება პოლიტიკის ანა-ბანაა, თუმცა, როგორც ჩანს, დეპუტატებს ამის შეხსენება სჭირდებათ.

„რეზოლუციის ტექსტი ინტელექტისგან დაცლილია. აბა ვინ არის უკრაინის მტერი, ვინ ემუქრება უკრაინას, უცხოპლანეტელები ჩამოვიდნენ თუ გვიანი შუა საუკუნეებია, როცა რუსეთსა და პოლონეთს შორის უკრაინა დნეპრის მარცხენა-მარჯვენა ნაპირებზეა გასაყოფი, საზღვრები გადასაწევ-გადმოსაწევი?” – აცხადებს ბერძენიშვილი

მისი შეფასებით, ერთობლივი რეზოლუციის საჭიროება ასეთ დროს არის პოლიტიკის ანა-ბანა.

“დიდი ბოდიში, მაგრამ იძულებული ვარ, ამ ტერმინოლოგიით ვისაუბრო და დეპუტატებს მივმართო უმრავლესობიდან და შესაძლოა, არა მხოლოდ უმრავლესობიდან, ვისაც ეტყობა დასჭირდა ამის შეხსენება.” – აცხადებს ბერძენიშვილი.

“არის საგარეო, უსაფრთხოების საკითხები, რომელიც ღირებულებებისგან, პარტიების სხვაობებისგან, პიროვნული ურთიერთობებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება სამწუხაროდ, დემოკრატიის მინიმალური სტანდარტის მატარებელია.

როგორც მან რეზოლუციის ტექსტზე საუბრისას განაცხადა, მაშინ, როცა ხელისუფლება დღის პირველ ნახევარშიც კი შინაარსზე „წამომსვლელი“ ჩანდა, შემდეგ რაღაც მოხდა, რაც, მისი აზრით, „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული.

„ხელისუფლება თითქოს წამომსვლელი ჩანდა გუშინ, დღეს – დღის პირველ ნახევარში, მაგრამ მერე ყუფარაძემ დარეკა, რაღაცა მოხდა ისეთი. ეს ხელისუფლება სამწუხაროდ, არ არის დემოკრატიის მინიმალური სტანდარტის მატარებელი პარტია. იქ არის გადაწყვეტილებების მიმღები ხალხი, რომელიც უბრძანებს აღმასრულებელ ან საკანონმდებლო ორგანოს, რომ ასე მოიქეციო“, – განაცხადა ბერძენიშვილმა და დასძინა: „თვითონ ბიძინამ დარეკა თუ ვიღაცას ისეთს დაურეკა, რომელმაც მერე მეკავშირის ფუნქცია შეასრულა და საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელებს ბრძანება გადასცა, ამას არც აქვს არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებებს ისინი იღებენ“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved