რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, განცხადება გააკეთა – ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის, რომელიც ირანიდან მოდიოდა და გადმოკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი.
მოგზაურობდა ირანში, იყო პირად საქმეებზე, მეგობართან ერთად.
მოქალაქე შეამოწმეს მესაზღვრეებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ სრულიად ეკიპირებულები, ასრულებდნენ ჩვენს ყველა დავალებას, ეს ამცირებს რისკს, მაგრამ ისინიც გადაყვანილნი იქნებიან საკარანტინო სივრცეში.
პაციენტი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარები