დღეს იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუტასტურდა. როგორც გაირკვა, ის ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი იტალიის ელჩს შეხვდა და ინფორმაცია პირადად მისგან მიიღო.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის რომის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებილი პაციენტების მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვს.
ენრიკო ვალვოს თქმით, იტალიის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს პაციენტის დროული გამოჯანმრთელებისათვის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო და იტალიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა, როგორც თავად პაციენტთან, ასევე მის ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან.
კომენტარები