• რეკლამა
  • კონტაქტი
23:28, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის ადვოკატის წყარო, რა კავშირი აქვს კრემლთან და რისთვის იხდიდა სასჯელს?

ალია ავტორი - ალია
14:13 09-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა, დღეს, პროკურატურაში გამართული ბრიფინგის შემდეგ წყარო გაასაჯაროვა და თქვა, რომ სატელიტის ფოტოები ვინმე დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა.

ამ ფოტოებით ადვოკატი ამტკიცებდა, რომ გაუჩინარების შემდეგ დღეებში ბაჩალიაშვილის ავტომობილი მაწევანის ტყეში არ იმყოფებოდა და 23 წლის გოგო ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ავტომობილით ტყეში მიიყვანეს.

დღეს პროკურატურა ამბობს, რომ ეს ფოტომტკიცებულებები დამონტაჟებული და გაყალბებულია.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ დასახელებული წყარო – დავით ფურცხვანიძე “პრაიმტაიმის” ინფორმაციით პრორუსი ექსპერტი გახლავთ და წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა. ის ხშირად ესწრება კრემლთან დაკავშირებული ორგანიზაციების კონფერენციებს, რისი დამადასტურებელი მასალა მედიაშიც მოპოვება.

ფურცხვანიძეს დაფუძნებული აქვს „პოლიტიკური ექსპერტიზის ბიურო“ და საკუთარ თავს უსაფრთხოების ექსპერტად მოიხსენიებს.

ის საქართველოში პრორუსული გამოცემების აქტიური რესპონდენტი და „ნიუს ფრონტის“ ქსელის წარმომადგენელია. ცოტა ხნის წინ აღნიშნული ორგანიზაციის ანგარიშები, როგორც რუსული დეზინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტი, „ფეისბუქმა“ დაბლოკა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე წარსულში თაღლითობისთვის იხდიდა სასჯელს.

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved