• რეკლამა
  • კონტაქტი
23:09, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინ “ახალგაზრდებს” გულისხმობს, ვინც, თურმე, პარტიის მართვა უნდა “გადაიბარონ?” – გიორგი ბარამიძე

ალია ავტორი - ალია
20:17 06-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
98
ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ წერილს ეხმაურება:
პრეზიდენტი სააკაშვილი არის, არა მარტო ენმ-ს, არამედ, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, მან ობიექტურად დაიმსახურა, ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის ნდობა და პატივისცემა.
მე და ჩვენი მეგობრები, თანამებრძოლები ვამაყობთ რომ მისი ლიდერობით, ვართ ენმ წევრები, რიგითი მებრძოლები.
ადამიანს არც გული, არც სინდისი და არც გონება არ უნდა გვქონდეს, რომ მის გვერდით არ დავდგეთ და მხარი არ დავუჭიროთ, მით უფრო ისეთ გარემოებებში, როცა იგი (ყიველგვარი გადაჭარბების გარეშე) პუტინის პირადი ტყვე და მოღალატე კრიმინალთა, რუსული რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია.
მიშასადმი პირადად ჩემი თანადგომა იყო, არის და იქნება მტკიცე და ურყევი, რადგან მჯერა, რომ მას მომავალშიც შეუძლია ჩვენი სამშობლოს გამთლიანებისა და ცივილიზირებული, დემოკრატიული, ევროპული, სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანოს. ეს არასდროს ნიშნავდა, რომ ჩვენ ტაქტიკურ, თუ საკადრო საკითხებზე განსხვავებული აზრი და კამათი არ გვქონოდა.
ღმერთია მოწამე და ხალხმაც იცის, რომ სამწუხაროდ ამ კუთხით ენმ პოლიტიკა გამართული თითქმის არასდროს იყო. აბა გავიხსენოთ მიშას არყოფნის პირობებში, ბოლო 14 წელი ვინ იყვნენ ენმ თავმჯდომარეები და რეალურად რომ აკონტროლებდნენ პარტიას ის ხალხი და სად არიან ახლა ისინი?

გულზე ხელი დავიდოთ და გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ცხადია საკადრო პოლიტიკა მიშას საუკეთესო მხარე არ გამოდგა.

რაც შეეხება ნანუკას, (რომელიც ჩვენი გუნდისთვის ნამდვილად არაა უცხო) პარტიაში მოსვლას და ენმ გამოცოცხლებისა და ეფექტიანობის გასაზრდელად ლიდერის როლში ჩართვას, ნამდვილად (ალალად და გულწრფელად ვამბობ) მხოლოდ მივესალმები, თუმცა

არ ვიცი ვინ “ახალგაზრდებს” გულისხმობს, ვინც თურმე პარტიის მართვა უნდა “გადაიბარონ”?

ენმ ამანათი არაა, რომ ვინმე უცნობი, ან გამოუცდელი ადამიანი (ასაკს მნიშვნელობა არ აქვს) მოვიდეს და აი ასე, აიღოს და ამხელა პარტია, რომელმაც ამდენ წნეხს გაუძლო, ამდენი მოღალატისა და გაყიდული, ან შეშინებული, და გამქრალი, ვითომ ლიდერების, “ლიდერობას” გაუძლო და დღემდე არის რეჟიმთან ბრძოლის საკვანძო ძალა, თვალდახუჭულები ვენდოთ.
ახალგაზრდა ასაკი, არც გარანტია და არც თამასუქი არ არის, რომ ვინმე ვინმეს ჯობია ან მით უფრო, უფრო სანდოა, რამე საქმეში (ალბათ სპორტის გარდა) მით უფრო ასეთ სასტიკ და ვერაგ, რუსულ კრიმინალურ რეჟიმთან ბრძოლაში.
მიშას ლიდერობით, ჩვენს გუნდს ახალგაზრდა პატრიოტების მოყვანისა და ლიდერულ პოზიციებზე დაწინაურების პრობლემა რომ არ გვაქვს ამის დასტურია, იმ შესანიშნავი ახალგაზრდების პარტიის ხელმძღვანელ პოზიციებზე ყოფნა, როგორებიც არიან ლევან სანიკიძე (ენმ თავმჯდომარის მოადგილე), ირაკლი ფავლენიშვილი (ენმ გენმდივნის მოადგილე) იგორ ნარმანია (ენმ თავმჯდომარის მოადგილე), თვითონ ხაბე, ენმ პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე თათია ნიკოლაიშვილი, ენმ ანტიკორუფციული მდივანი და ლიდერები ვასო ურუშაძე, ლაშა ფარულავა, ანი წითლიძე და ბევრი სხვა.
მაგრამ ყველა ამ ახალგაზრდამ პატრიის ლიდერის პოზიცია დაიკავა ნულიდან, რიგითი მებრძოლის პოზიციებზე ბრძოლით, თავდადებითა და დაიმსახურა გუნდის ნდობა. მათთვის ეს ნდობა ავანსად არავის მიუნიჭებია და არ “გადაუბარებია”.
ამიტომ ძალიან უცნაური და გაუგებარი იყო, როცა მოვისმინეთ, რომ თურმე ენმ-ში ნანუკას გუნდის ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ და პირდაპირ ენმ მართვა “გადაიბარონ”. ცხადია ეს არასწორია, რადგან როცა რამეს მართავ, მით უფრო ასეთი ისტორიისა და მასშტაბის პოლიტიკურ გუნდს, იქ ჯერ იმ გუნდის წევრების ნდობა უნდა მოიპოვო და მერე იფიქრო მის მართვაზე.
ჩვენ აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვინმემ ამხელა ორგანიზაცია მისი პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის “გამოიყენოს” (ასეთიც მოვისმინეთ) და შემდეგ გაქრეს, ან გატყდეს, ან გაიყიდოს, ან უარესი პარტიის საბოტაჟით დაკავდეს, ან პარლამენტში მიშას და ჩვენი ხალხის ნდობით შევიდნენ და მერე ხელი დაგვიქნიონ, კარგად იყავითო!
ეს ყველაფერი სამწუხაროდ უკვე გამოცდილი გვაქვს და ბუნებრივია, იგივეს გამეორება ნამდვილად აღარ გვინდა.
ბოლო ბოლო ჩვენს შეცდომებზე მაინც ხომ უნდა ვისწავლოთ!
ასე რომ ახალგაზრდებს და სხვა ასაკის ახალ ხალხს, მებრძოლებს ცხადია მივესალმებით, ოღონდ, ჯერ მათ უნდა გვაჩვენონ, რომ ენმ-ში მის გამოსაყენებლად კი არ მოდიან, არამედ გულწრფელად იზიარებენ ჩვენი გუნდის მიზნებსა და ამოცანებს და მზად არიან გულწრფელად და არა პირადი გამორჩენის მიზნით, პარტია გამოიყენონ.
მაგრამ მთავარი რაც მინდა ვთქვა არის ის, (რასაც ერთ წელზე მეტია მიშაც ამბობს და ჩვენც) რომ ენმ გამოცოცხლებისთვის ახალი ხალხის მოყვანა საკმარისი არ არის.
ენმ გამარჯვებისთვის ჩვენ უნდა მეტად სახალხო პარტია გავხდეთ, რაც გულისხმობს ენმ მართვის პრინციპების ძირეულ ცვლილებას, ანუ მიშასთან და პოლიტ საბჭოსთან ერთად, პარტიის მართვის სადავეები უნდა ქონდეს ასევე ენმ რიგით “ნამდვილ წევრებს”, რომლებიც ენმ ინტერნეტ (შესაბამისად დაცული) აპლიკაციის მეშვეობით, უშუალოდ ჩაერთვებიან პარტიის მიერ მისაღები მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების, მიღების პროცესში.
ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა ვთქვათ პარლამენტში შესვლა–არშესვლა, ალიანსის საკითხები (შევიდეთ ან გამოვიდეთ) ენმ ხელმძღვანელობა, პროექტები თუ საპარლამენტო არჩევნების ენმ სიის სამართლიანად ფორმირების ეს ყბადაღებული საკითხი.
სადაა ის ხალხი 2012 წელს ენმ საპარლამენტო სიებში რომ ეტენებოდნენ?
იმ სიებს, მიშას ზურგს ამოფარებულები ხან ვინ ადგენდა (არც მინდა მაგათი სახელის ხსენება) ხან ვინ! სად არიან ახლა ისინი?
სწორი იყო მაშინ ეგ სისტემა? ცხადია არა და ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს!
ნამდვილი სახალხოობა იქნება ის, რომელზეც მიშაც საუბრობს უკვე წელზე მეტია, ნანუკამაც არაერთხელ ახსენა და რის თაობაზეც ენმ პოლიტსაბჭოსაც უკვე აქვს ნამსჯელიც და შესაბამისი რეფორმაც ( “ენმ მართვის საფუძვლიანი რეფორმა” – “მსრ” ) დამტკიცებული.
სწორედ ჩვენი ხალხის – “ენმ ნამდვილი წევრების” უშუალოდ ჩართულობა პარტიის გადაწყვეტილებათა პროცესში შემოიტანს რეალურ სახალხოობას და მეტ სამართლიანობასაც.
როცა “ენმ ნამდვილი წევრები” ვინც თვეში საწევროს სახით, 5 ლარს შეწირავს პარტიას (და ასეთი მჯერა ათობით ათასი, თუ ასობით ათასი არა) და ენმ მართული აპლიკაციის მეშვეობით, მიიღებენ მონაწილეობას შიდა კენჭისყრებში, მოგვიტანს იმას რაც გვჭირდება ახლა, მეტ ენთუზიაზმს, პარტიისადმი ბევრად მეტ ნდობას, ბევრად მეტ სამართლიანობას და შედეგად მეტ (ძველს, მობრუნებულ და ახალ) ხალხს ენმ რიგებში.
ენმ “მსრ” მიღება რომ დაკანონდეს, ამისთვის უახლოეს ყრილობაზე, იგი უნდა ოფიციალურად შევიტანოთ ენმ წესდებაში.
ამას თუ მოვახერხებთ, ენმ მართლა შეძლება გამოცოცხლებასაც და მეტად სახალხო პარტიად (შესაბამისად მეტად ეფექტიან) გარდაქმნას.
მჯერა ეს შესაძლებელია და ამას ნანუკაც გაიზიარებს, მაშინ ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე.

“ვეღარავინ დამაყვედრებს, რომ არ ვცადე ენმ-ს გადარჩენა” – სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved