• რეკლამა
  • კონტაქტი
02:48, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვეღარავინ დამაყვედრებს, რომ არ ვცადე ენმ-ს გადარჩენა” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:29 06-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
ნანუკა ჟორჟოლიანი
Facebook-ზე გაზიარება
1,387

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში, მორიგ წერილს ავრცელებს:

მეგობრებო მინდა განგიმარტოთ ჩემი გადაწყვეტილება ნანუკასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად.
ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი. ენმ-მ დაკარგა თავისი რეგიონალური ბირთვის 70%, ნაწილობრივ ღალატის, რეჟიმის ჩარევის და ასევე შეცდომების გამო (მათ შორის ჩემი შეცდომების) ვიღაცას ზედმეტად ვენდე, ვიღაცა შეიძლება გავანაწყენე. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მიუხედავად ჩემი რეიტინგის მკვეთრი ზრდისა, ენმ-ს რეიტინგი ადგილს ტკეპნის, პრაქტიკულად გაწყდა ბმა ჩემს და ენმ-ს საზოგადოებრივ აღქმას შორის.
უკვე მრავალი თვეა, არ გამართულა ენმ-ს პოლიტსაბჭო. პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს და ლიდერშიფის ბირთვის 90%-ს შორის საერთოდ არ იყო კომუნიკაცია. პარტია საერთოდ აღარ ასხივებდა, რომ შეუძლია ხელისუფლების შეცვლა, აღარ ქმნიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს და მხოლოდ ჩრდილი დარჩა ძველი სიძლიერის.
ნანუკას თემაზე რამდენიმე თვე ვფიქრობდი. მას აქვს ენერგია, გამოცდილება, ხალხთან კომუნიკაციის ნიჭი, ხალხის უკან მობრუნების უნარი, რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება. თინას ძლიერი მხარე არის საჯარო გამოსვლები და საერთაშორისო ურთიერთობები, ამიტომ კარგი იქნებოდა, რომ თანათავმჯდომარეობა გამოსულიყო, მაგრამ მან ზედმეტად მტკივნეულად მიიღო ნანუკას მოსვლა. თან იმ პირობებში, რომ ივლისში ისედაც უმთავრდებოდა ვადა. ყველა შემთხვევაში მე მას ძალიან ვაფასებ და ვარ მისი მადლობელი და ის რჩება ჩემს გუნდში. დარწმუნებული ვარ მომავალ მთავრობაშიც, ღირსეულ ადგილს დაიკავებს.
მე მაქვს პრეტენზია ამ პარტიის ლიდერობაზე. ისევე როგორც სრულიად სამართლიანია, რომ თანალიდერობის პრეტენზია ჰქონდეს ლევან ხაბეიშვილს, მაგრამ ორივენი ტყვეობაში ვიმყოფებით, მანამდე დევნილობაში ვიყავი და სათანადოდ იქიდანაც ვერ ვმონაწილეობდი პროცესებში. ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინმე ძალიან აქტიური იყოს ადგილზე და მე ჩავთვალე, რომ ასეთი აქტიური იქნებოდა ნანუკა. ჩვენ გვჭირდება კვლავ სახალხო პარტიად ქცევა და ვინაა უფრო სახალხო უფრო მეტად ხალხის დამხმარე თუ არა ნანუკა.
ამავე დროს, მინდა მოგმართოთ ყველას, თქვენც შეგიძლიათ დააყენოთ სხვა ან საკუთარი კანდიდატურები. დარწმუნებული ვარ, არჩევნები ჩაივლის გამჭვირვალედ და პატიოსნად.
დაე ჩვენმა პარტიის ბირთვმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. მე მხოლოდ ერთი ხმა მაქვს. თუ დემოკრატიაა, დემოკრატია იყოს! ჩვენი პარტია გეკუთვნით თქვენ, ჩვენს ერთგულ თანამებრძოლებს.
ყოველ შემთხვევაში ვეღარავინ დამაყვედრებს, რომ არ ვცადე ენმ-ს გადარჩენა და მისი ფორმაში მოყვანა. მიუხედავად იმისა თუ რა გადაწყდება, მე ბრძოლას მხოლოდ გავაგრძელებ და აუცილებლად დავამარცხებთ დიქტატურას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved