სამოქალაქო აქტივისტი, ვახო გაგნიძე, ავრცელებს წერილს სოციალურ ქსელში:
“დაიწყო ბრძოლა მეგობრებო
თხოვნაა ჩემო ძვირფასებო მაქსიმალურად გავავრცელოთ რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახოს
ხვალ, 5 დეკემბერს 15:00 საათზე
ვიკრიბებით მიშას სექტორი და ენმ-ს მთაწმინდის რაიონული ორგანიზაცია 5 სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით !
ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია. მიშას სექტორში მოიაზრება ყველა ის ადამიანი, ვისაც სურს ხელი შეუწყოს პრეზიდენტის გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან! გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, მათ შორის, რეგიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც.
ძალიან მნიშვნელოვანია ხელში ავიღოთ ინიციატივა ყველამ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა!
მისამართი: ქ.თბილისი, რუსთაველის 23
ვისაც წამოვლის სურვილი გექნებათ დაპლიუსდით კომენტარებში მეგობრებო, თქვენი ჩართულობა ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანია.”
კომენტარები