• რეკლამა
  • კონტაქტი
00:10, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – ფარული ჩანაწერი ФСБ-ს ყოფილ პოლკოვნიკთან – “ბიზნესით უნდა დავკავდეთ”

ალია ავტორი - ალია
13:51 09-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

სანდრო ბრეგაძე სკანდალში ეხვევა – სოციალურ ქსელებში ქართული მარშის ლიდერის, აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ის რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს, იგორ მოროზოვს ესაუბრება. იგორ მოროზოვი ფსბ-ს პოლკოვნიკი იყო და მას კგბ-ს ინსტიტუტი აქვს დამთავრებული.

აუდიოჩანაწერში იგორ მოროზოვი სანდრო ბრეგაძეს გარკვეულ ბიზნეს ინტერესებზე და “ფულის შოვნაზე” ესაუბრება. კერძოდ, რუსი მაღალჩინოსანი ინტერესდება, გაიყიდება თუ არა საქართველოში თხევადი გაზი. აუდიოჩანაწერი დაახლოებით 5-წუთიანია.

“ვაიბერში მოგწერ…იმიტომ რომ ცოტა ბიზნესით უნდა დავკავდეთ. თქვენ მანდ როგორ ხართ, გაზი? პროპანი? ბუტანი? თხევადი გაზი? … ჩემი მეგობრები მთავაზობენ კარგ მოცულობებს მუდმივად. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში ეს ძალიან კარგად წავიდოდა, ამიტომ შენ თავზე თუ აიღებ ამ თემას”, – მიმართავს იგორ მოროზოვი ბრეგაძეს.

ბრეგაძე წინადადებას თანხმდება და ამბობს, რომ საკითხზე მუშაობას აღდგომის შემდეგ დაიწყებს. რუსი ჩინოსნის თქმით, ის დააკავშირებს ბრეგაძეს ბიზნესმენთან, რომელიც 20 წელია ამ საქმეშია ჩართული.

“ბიზნესმენთან გაივლი კონსულტაციას. შენ დაგეყრდნობა. მე მას ვუთხარი, რომ საქართველოში რუსეთის წარმომადგენელი მხოლოდ შენ შეიძლება იყო”, – ამბობს მოროზოვი ჩანაწერში.

აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ ბრეგაძე მედიასთან ამბობს, რომ მოროზოვი მისი და მისი ოჯახის დიდი ხნის მეგობარია, რომელთანაც ხშირად სხვადასხვა თემაზე საუბრობს.

“რატომ დუმს ჩვენი სამსახურები იმის თაობაზე, რომ რამდენიმე ხნის წინ “რუხი მგლების” წევრები იყვნენ საქართველოში ჩამოსულები და მათი სამიზნე ვიყავი მე? ამაზე რატომ არაფერს ამბობენ?! როცა მაფრთხილებენ რომ ერთი და იგივე ადგილას საჭმელი არ ვჭამო და მარტომ არ ვიარო, მაშინ რატომ არ იძახიან არაფერს?!

ახლა რაც შეეხება მოროზოვს – ეს პიროვნება არის ჩემი და ჩემი ოჯახის მეგობარი. ათწლეულებია ახლობლური ურთიერთობა გვაქვს. ამ ადამიანთან ბევრ საკითხზე მისაუბრია ბევრჯერ, ხან პოლიტიკაზე, ხან სპორტზე, ადამიანმა წმინდა მეგობრულად მთხოვა, გაზი გაიყიდება თუ არა საქართველოში”

ბრეგაძე აცხადებს, რომ “დამონტაჟებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით აშანტაჟებენ”.

თეგები: სანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved