აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება კადრები, როგორ გადის კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ირანი-აზერბაიჯანის საზღვარზე შემოწმებას.
მეორე პირს, რომელიც ვიდეოკადრებში ჩანს, კორონავირუსი არ დაუდგინდა, თუმცა იგი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
მანამდე, აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ როდესაც საქართველოს მოქალაქე კონტროლს აზერბაიოჯანი-ირანის საზღვარზე გადიოდია, მას სხეულის ტემპერატურა არ აღენიშნებოდა. აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით სამინისტრომ და სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო სააგენტომ დაუყოვნებლივ ჩაატარეს გამოძიება.
„შესაძლოა, 10-12 საათის განმავლობაში, რაც მას დასჭირდა საქართველოს საზღვრამდე გზისთვის, გამოვლინდა დაავადების სიმპტომები. ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 14 დღეს შეადგენს და ამ პერიოდის განმავლობაში სიმპტომები შეიძლება, არ გამოვლინდეს. ყველა პირი, რომელსაც საზღვრის გადაკვეთისას, საქართველოს მოქალაქესთან, (მათ შორის მებაჟეები, მესაზღვრეები და ექიმები) ჰქონდა კონტაქტი, სამედიცინო კონტროლზე არიან აყვანილნი“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები