• რეკლამა
  • კონტაქტი
21:05, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “გვერდებში მირტყეს” – ახალგაზრდა ამტკიცებს, რომ იგი პოლიციელებმა სცემეს

ალია ავტორი - ალია
05:25 09-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

“ქართული მარშის” წევრი, გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეოში იგი ახალგაზრდა მამაკაცთან ერთადაა პოლიციის განყოფილების წინ (აღმაშენებლის ქუჩაზე), ახალგაზრდა ამტკიცებს, რომ იგი ჯარისკაცია და პოლიციას, რომელმაც გააჩერა, არ მისცა თანხმობა ფოტოს გადაღებაზე, რის გამოც, მისივე თქმით, იგი განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ხელები გადაუგრიხეს და სახეში გაარტყეს, შემდეგ კი, მანქანით წაიყვანეს და გვერდებში ურტყეს.

გიორგი გაბედავა და ახალგაზრდა მამაკაცი, ჯემალ კობალაძე ერთად შედიან პოლიციის განყოფილებაში, სადაც ახალგაზრდა ხელს ადებს ერთ-ერთ თანამშრომელს და ამბობს, რომ მან გადაუგრიხა ხელი და სახეში გაარტყა. პოლიციის განყოფილების უფროსი კი ამტკიცებს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა, უბრალოდ “ხელი მოჰკიდა/ხელი გადაჰხვია” და სულ ეს იყო. იგი ამბობს, რომ განყოფილებაში კამერებია და ვიდეოს გენ. ინსპექციას მიაწოდებს. კითხვაზე, ჰქონდათ, თუ არა სამხრე კამერები პოლიციელებს, იგი ამბობს, რომ სამწუხაროდ, არა. განყოფილების უფროსი ამბობს, რომ ახალგაზრდას იდენტიფიცირება ვერ მოხდა, რადგან, მან პოლიციელებს არ უთხრა ვინაობა, ამიტომ გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც მისი ვინაობა დაადგინეს და გაუშვეს. იგი ამბობს იმასაც, რომ ახალგაზრდა ზრდილობით სულაც არ გამოირჩეოდა. თუმცა, ვიდეოში, რომელიც გიორგი გაბედავამ გადაიღო, ჯემალ კობალაძე არც თუ ისეთი სითამამით გამოირჩევა, მით უფრო, რომ მარტო აღარაა და არც უზრდელობს.

“ალია” გიორგი გაბედავას დაუკავშირდა, რომელიც გვიყვება, რომ მაღაზიაში ჩავიდა აღმაშენებლის ქუჩაზე, რა დროსაც, ახალგაზრდა, რომელიც ძალიან ჰგავდა შეშინებულს, მასთან მივიდა და დახმარება სთხოვა. გაბედავას თქმით, იგი დაუკავშირდა გენ. ინსპექციას და დიდი იმედი აქვს, მოკვლევა დაიწყება.

თეგები: შსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved