მოზარდებზე გარყვნილი ქმედების ბრალდებით კახეთში არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულმა ორი მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
შემთხვევას 3 დაზარალებული ჰყავს ერთ-ერთი არის 9 წლის მოზარდი, რომლის დედაც ყვება, რომ ნათესაურ კავშირში მყოფი პირი მის შვილზე ერთი წლის განმავლობაში ძალადობდა. მშობლის თქმით, მოძალადე მის შვილთან გარყვნილ ქმედებას დანის მუქარით სჩადიოდა.
ადგილობრივების თქმით, ბოლო შემთხვევის დროს არასრულწლოვნები მოძალადე არასრულწლოვნისგან მეზობელმა ქალმა დაიხსნა.
დაზარალებული ბავშვების მამამ, როცა შემთხვევის შესახებ გაიგო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იმ პირს, ვინც მის შვილებზე იძალადა. დაკავებული კაცის ოჯახის წევრები მის გათავისუფლებას ითხოვენ და ამ მიზნით სოფლის მოსახლეობამ ხელმოწერები შეაგროვა.
კომენტარები