დღეს, 6 ნოემბერს, დაახლოებით 2 საათის წინ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან გასროლის ხმა გაისმა. იმ წუთებში, როცა ამ დრომდე უცნობმა პირმა ან პირებმა სასახლესთან ისროლეს ადგილზე ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობდა.
ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალაში ჩანს “ტოიოტა ქამრის” მარკის ტიპის თეთრი მანქანა, რომელიც ქუჩაში ხალხის მასას ცდება, საპროტესტო სიგანლის შემდეგ კი ისმის 6-ჯერ გასროლის ხმა. სროლის ხმის შემდეგ ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მანქანისკენ გაემართნენ.
შეგახსენებთ, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის პროტესტი უკვე მეექვსე დღეა გრძელდება.
“პოლიციელების თვალწინ მოხდა გასროლა, კამერების ჩანაწერებით მარტივად დაადგენენ, თუ უნდათ დადგენა… არც გასროლის აღიარება უნდოდათ, სანამ მასრები არ ვაჩვენეთ…” – ჰყვება თვითმხილველი
კადრებს “მთავარი” ავრცელებს
კომენტარები