ფონიჭალაში მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ერთი ახალგაზრდა დააკავა. აქციას დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები მართავენ. მათ საავტომობილო გზაც გადაკეტეს. პოლიციამ ახალგაზრდა მაშინ დააკავა, როდესაც გადაკეტილი გზის გახსნას ცდილობდა.
რას ითხოვს ოჯახი? – ოჯახი ითხოვს უთხრან რა ეტაპზეა გამოძიება 4 დღის შემდეგ, აჩვენონ და გააცნონ მასალები, თუ არის ასეთი, თუ დევს საქმეში 2 ვიდეოჩანაწერის გარდა რამე! სად გაქრა მანქანა, რომელსაც გოგონა მართავდა?
კომენტარები