ჟურნალისტი, ქეთი ლომაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“რაღაცა ვერ მესმის ეს აღტაცებული ჭყლოპინი ანტიკრიზისულ გეგმაზე. პირველი და უმთავრესი, ვეტერანები კვლავაც არსადაა ნახსენები, რა მოხდა, აშენდა ეს ხალხი და ჩვენ არ ვიცით და მეორე ახლა იმის დროა ვის ბიუჯეტში რამდენი შეჰქონდა? ან როგორ უნდა დაამტკიცოს თვითდასაქმებულმა რომ ნამდვილად თვითდასაქმებული იყო? ისევ ჩვენ ვსარგებლობდით ხომ მათი მომსახურეობით (ძიძები, რეპეტიტორები, შინამოსამსახურეები, ხელოსნნები. ა.შ.)
პ.ს. ნუ შემომიხტებით ახლა, უჭირს ქვეყანასო, მეც ვიცი ქვეყნის ბიუჯეტი და საარსებო მინიმუმის მიცემა ყველასათვის შეიძლებოდა. მაძღარს რომ ყველა მაძღარი ეგონა იმ თემიდანაა და სირცხვილია ასე საშიმშილოდ გაწიროთ (პოსტებში) საკუთარი თანამოქალაქეების ნახევარზე მეტი.”
ცნობისთვის, ვეტერანების დახმარება ისე 22 ლარს შეადგენს!
კომენტარები