• რეკლამა
  • კონტაქტი
14:25, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის

ალია ავტორი - ალია
09:00 11-02-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
221

ლაბორატორიული დიაგნოსტიკა თანამედროვე მედიცინის საძირკველია, სწორედ მასზეა დამოკიდებული სწორი დიაგნოზი და მკურნალობის ეფექტური დაგეგმვა თუმცა, სანამ ანალიზის პასუხი ექიმის მაგიდაზე აღმოჩნდება, ნიმუში გრძელ და მკაცრად სტანდარტიზებულ გზას გადის – პრეანალიტიკურიდან პოსტანალიტიკურ ფაზამდე.

როგორ უნდა მოვემზადოთ კვლევებისთვის სწორად, რატომ არის მნიშვნელოვანი ერთიანი ელექტრონული სისტემა კლინიკაში და როგორ ცვლის მედიცინის ხარისხს „ნიუ ჰოსპიტალსის“ სრულად ავტომატიზებული ლაბორატორია? შეგიძლიათ თუ არა უშაქრო და ურძეო ყავის დალევა ანალიზის წინ, მითია თუ არა მოსაზრება, რომ „რაც უფრო დიდხანს ვიშიმშილებთ, მით უკეთესია“’და სად გადის ზღვარი ლაბორატორიულ სიზუსტესა და ყოველდღიურ ჩვევებს შორის? – „ალიას“ ამ და სხვა კითხვებს, კლინიკის „ნიუ ჰოსპიტალსი“ ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 20–წლიანი პროფესიული გამოცდილებით, თამარ თედიაშვილი პასუხობს.

– პირველ რიგში, ლაბორატორიული კვლევებისთვის სწორად მომზადების წესებზე გკითხავთ, მაგალითად, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში იყო კამათი, როცა დილით ყავა დალიე რძის და შაქრის გარეშე, ითვლები თუ არა უზმოდ, სისხლის საერთო ანალიზისთვის. ასევე, განიხილება ხშირად ისიც, რომ მაშინაც კი, თუ უზმო ხარ, მაგრამ უკვე დღის 13 საათია, საკვლევი მასალის აღება უკვე აღარ ღირს. რამდენად განსხვავდება სხვადასხვა ანალიზისთვის მომზადების წესი და თუ არის რამე საერთო, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს?

– ლაბორატორიული კვლევის სანდო და ზედმიწევნითი ზუსტი შედეგების მისაღებად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრეანალიტიკური ეტაპის სწორად წარმართვას. პრეანალიტიკური ეტაპი ყველა იმ პროცესის ერთობლიობაა, რომელიც იწყება კვლევის დანიშვნითა, პაციენტის სწორად მომზადებით, საანალიზო მასალის სწორად აღებით, ლაბორატორიაში ტრანსპორტირებით, დამუშავებით და საბოლოოდ კვლევისთვის მომზადებით. პრეანალიტიკის რომელიმე ეტაპზე დაშვებულმა რაიმე ხარვეზმა ან უზუსტობამ შესაძლოა გამოიწვიოს ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება და შესაბამისად შედეგების არასწორი ინტერპრეტაცია.

პაციენტის მომზადებას რაც შეეხება, უზმოდ ყოფნა ყველა ლაბორატორიული კვლევისთვის სავალდებულო არ არის.

კვლევისთვის მომზადების წესი დამოკიდებულია ანალიზის ტიპზე, კონკრეტულ პარამეტრზე, გამოყენებულ მეთოდსა და კვლევის ინსტრუქციებზე. მაგალითად, სისხლის საერთო ანალიზის ჩასატარებლად, როგორც წესი, უზმოდ ყოფნა საჭირო არ არის. შესაბამისად, თუ პაციენტმა დილით ყავა რძისა და შაქრის გარეშე დალია, ეს თავისთავად არ წარმოადგენს სისხლის საერთო ანალიზის გადადების საფუძველს. მაგრამ რძემ, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტებს – შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა რომელიმე კვლევის ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე (ლიპიდური ცვლა, ინსულინი, გლუკოზა და სხვა.)

როდესაც ექიმი ან ლაბორატორია პაციენტის უზმოდ ყოფნას ითხოვს კვლევასთან მიმართებაში, როგორც წესი, რეკომენდებულია საშუალოდ 12 საათის განმავლობაში საკვების მიღებისგან თავის შეკავება, უზმო რეჟიმის დროს დასაშვებია ჩვეულებრივი წყლის დალევა.

კიდევ ერთი მთავარი დეტალია –არასწორია მოსაზრება იმის შესახებ, რომ რაც უფრო დიდხანს იქნება პაციენტი მშიერი, მით უფრო სანდო იქნება კვლევის შედეგი. გასათვალისწინებელია, რომ ხანგრძლივმა შიმშილმა, შესაძლოა შეცვალოს ორგანიზმის ფიზიოლოგიური პასუხები, ამიტომ საჭიროა რეკომენდებული ინტერვალის დაცვა და არა შიმშილის თვითნებურად გახანგრძლივება.

რაც შეეხება სისხლის აღების დროს, აქ არ არსებობს ყველა კვლევისთვის ერთიანი მკაცრი სტანდარტი, ასევე მითია, რომ მაგ. დღის 13:00 საათის შემდეგ აღებული სისხლი კვლევისთვის გამოუსადეგარია. სისხლის აღების ოპტიმალური დრო დამოკიდებულია კონკრეტულ კვლევაზე; მაგალითად ჰორმონი კორტიზოლი რომ ავიღოთ, მისი გამოკვლევისას მნიშვნელოვანია დღის გარკვეული მონაკვეთის გათვალისწინება, რადგან ამ ჰორმონის კონცენტრაცია დღე-ღამის განმავლობაში იცვლება. ასევე, გარკვეული კვლევების შედეგებზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს კვებამ, ფიზიკურმა დატვირთვამ, სტრესმა, ძილის რეჟიმმა და მიღებულმა მედიკამენტებმა. ამრიგად, ლაბორატორიული კვლევისთვის მომზადებისას ყველაზე სწორი მიდგომაა კონკრეტული ანალიზისთვის განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვა. პაციენტი მკურნალი ექიმისგან იღებს კონკრეტული კვლევის პრეანალიტიკურ რეკომენდაციებს და არ არსებობს უნივერსალური წესი, რომელიც ყველა კვლევაზე ერთნაირად გავრცელდება.

– რამდენად მნიშვნელოვანია ლაბორატორიული კვლევები სწორი დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის სწორად დაგეგმვის პროცესში?

– ლაბორატორიული დიაგნოსტიკა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს დაავადებების დიაგნოსტიკის, მკურნალობის დაგეგმვისა და მისი ეფექტურობის შეფასების პროცესში.

ლაბორატორიული მონაცემები ექიმს საშუალებას აძლევს, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია პაციენტის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური და პათოლოგიური პროცესების შესახებ, რითაც შესაძლებელია დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, დიაგნოზის დადასტურება, დაავადების სიმძიმისა და მიმდინარეობის შეფასება, ასევე მკურნალობის ეფექტურობისა და შესაძლო გართულებების მონიტორინგი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლაბორატორიული კვლევების როლი პრევენციულ მედიცინაში. რეგულარული, კლინიკური ჩვენებებისა და ინდივიდუალური რისკების გათვალისწინებით შერჩეული კვლევები გვეხმარება დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენაში, როდესაც კლინიკური სიმპტომები ჯერ გამოვლენილი არ არის. აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგი დამოუკიდებლად არ განსაზღვრავს დიაგნოზს, მისი სწორი ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს ექიმის მიერ პაციენტის კლინიკურ მდგომარეობასთან, ჩივილებთან, ანამნეზთან, ფიზიკური გამოკვლევის მონაცემებსა და საჭიროების შემთხვევაში ინსტრუმენტული კვლევების შედეგებთან ერთობლიობაში.

ამრიგად, ლაბორატორიული მედიცინა არა მხოლოდ დიაგნოზის დასმის, არამედ დაავადებების პრევენციის, მკურნალობის და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგის მნიშვნელოვანი საფუძველია. ხარისხიანი და სანდო ლაბორატორიული შედეგები ექიმს კლინიკურად დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, რაც საბოლოოდ პაციენტის მკურნალობის ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას ემსახურება.

– გქონიათ, ალბათ, შემთხვევები, როდესაც პაციენტს დაავადების სიმპტომები ჯერ არ აქვს, თუმცა ლაბორატორიული კვლევა ორგანიზმში მიმდინარე უმცირეს ცვლილებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს. სწორედ, ასეთი შემთხვევების გამო ღირს ეს მძიმე და რთული საქმე, არა? როცა ერთი ანალიზით შეიძლება გადაარჩინო უზარმაზარ პრობლემას უსიმპტომო პაციენტი?

– დიახ, ასეთი შემთხვევები ლაბორატორიულ პრაქტიკაში საკმაოდ ბევრია და სწორედ ეს არის ჩვენი პროფესიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული მხარე.

გვქონია არაერთი შემთხვევა, როდესაც პაციენტი ლაბორატორიას გეგმური, პროფილაქტიკური შემოწმების, ჩექაფის მიზნით მიმართავს და კვლევების შედეგად ისეთი ცვლილებები ვლინდება, რომლებიც დაავადების ადრეულ, ჯერ კიდევ უსიმპტომო ეტაპზე არსებობაზე მიანიშნებს.

შესაძლებელია, პაციენტი კონკრეტული ჩივილის ან სავარაუდო დიაგნოზის გამო იტარებდეს კვლევას, თუმცა, მიღებული შედეგები სრულიად სხვა პათოლოგიის მიმართულებით აჩენდეს ეჭვს და დამატებითი გამოკვლევების ჩატარების საჭიროებას განსაზღვრავდეს.

მაგალითად, სისხლის საერთო ანალიზში შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც ანემიის ან სხვა ჰემატოლოგიური პათოლოგიის არსებობაზე მიანიშნებდეს; ბიოქიმიურმა კვლევებმა შეიძლება გამოავლინოს თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა მაშინაც კი, როდესაც პაციენტს ჯერ არ აქვს გამოხატული კლინიკური სიმპტომები; გლუკოზისა და გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა კი ზოგჯერ დიაბეტის ან პრედიაბეტის ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს. და. ა.შ. მსგავსი მაგალითები მრავლადაა ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში.

დროულად აღმოჩენილი ცვლილებები უზრუნველყოფს დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და დროული მკურნალობის დაწყებას, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ლაბორატორიული მაჩვენებელი დაავადებას ვერ დაადასტურებს, დამატებითი კვლევების ჩატარება და კლინიკურ მონაცემებთან შეჯერებაა საჭირო.

– რა უპირატესობა აქვს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიას?

–„ნიუ ჰოსპიტალსი“-ის ლაბორატორიის უპირატესობაა ხარისხზე ორიენტირებული მართვის მოდელია: მუდმივი ინვესტიცია ხარისხში, განახლებული ინფრასტრუქტურა და სრულად ავტომატიზებული სამუშაო სისტემები, ტექნოლოგიური სიზუსტე და მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობა. სტანდარტიზებული სამუშაო პროცესები, ხარისხის შიდა და გარე კონტროლის სისტემები, თანამედროვე აპარატურა და მონაცემთა პროგრამული ინტეგრაცია უზრუნველყოფს შედეგების მაღალ სანდოობას.

სწორედ ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის, პროფესიული გამოცდილებისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის ერთობლიობა ქმნის იმ უპირატესობას, რის გამოც პაციენტებმა შეიძლება არჩევანი გააკეთონ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიულ მომსახურებაზე.

უპირატესობას ქმნის ასევე ის ფაქტი, რომ ყველა ლაბორატორიული კვლევა ერთ სივრცეში მიმდინარეობს და შედეგები პროგრამულად ინტეგრირებული ფორმით მიეწოდება ექიმს, ინფორმაციული სისტემების (LIS–HIS) ინტეგრაცია ექიმს აძლევს პაციენტის ლაბორატორიული მონაცემების ერთიან, სრულყოფილ სურათს, რაც აუმჯობესებს კლინიკური გადაწყვეტილების სიზუსტესა და სისწრაფეს. რის შედეგად იზრდება დიაგნოსტიკური სანდოობა, მცირდება შეცდომის ალბათობა. ლაბორატორიული კვლევის შედეგი მხოლოდ ციფრები არ არის, ეს არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც ექიმის მიერ კლინიკურ მონაცემებთან, პაციენტის სიმპტომებთან და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასთან ერთად ფასდება, სწორედ ამიტომ, ლაბორატორიასა და კლინიკურ გუნდს შორის ეფექტური კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორედ, ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის რომ ლაბორატორია კლინიკის ერთიანი სამედიცინო გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ლაბორატორიის მუშაობა მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვადასხვა მიმართულებებთან, რაც პაციენტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესს უფრო კოორდინირებულს ხდის.

– რა ეტაპებს გადის პაციენტის ნიმუში ლაბორატორიაში – აღებიდან საბოლოო პასუხის გაცემამდე – და როგორ ხდება შეცდომის რისკის მინიმუმამდე დაყვანა?

–ლაბორატორიაში საანალიზო ნიმუში აღებიდან საბოლოო პასუხის გაცემამდე პროცესის ჯაჭვი სამ ძირითად ფაზად იყოფა: პრეანალიტიკური, ანალიტიკური და პოსტანალიტიკური .

პრეანალიტიკურ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტის სწორ იდენტიფიკაციას, ნიმუშის აღების სტანდარტიზებულ წესებს, შესაბამის კონტეინერებსა და ტრანსპორტირების პირობებს. ეს ამცირებს ნიმუშის დაბინძურების, დაზიანებისა და არასწორი შედეგის რისკს.

ანალიტიკურ ეტაპზე კვლევის ხარისხი კონტროლდება სრულად ავტომატიზებული აპარატურის, რეგულარული კალიბრაციისა და შიდა ხარისხის კონტროლის მეშვეობით. ყოველდღიურად გამოიყენება საკონტროლო მასალები, ხოლო ნებისმიერი გადახრა დაუყოვნებლივ ფიქსირდება და კორექტირდება. კვლევები ტარდება საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისი მეთოდებით.

პოსტანალიტიკურ ეტაპზე ხორციელდება შედეგების გადამოწმება, ლაბორატორიული ექიმის მიერ შეფასება და საჭიროების შემთხვევაში კლინიკურ კონტექსტთან კორელაცია. პასუხების გაცემა ხდება უსაფრთხო საინფორმაციო სისტემებით, რაც გამორიცხავს მონაცემების დაკარგვას ან შეცდომით გადაცემას. დამატებით, ლაბორატორიაში მოქმედებს შიდა და გარე ხარისხის შეფასების პროგრამები, პერსონალის რეგულარული ტრენინგი და მკაცრი ბიოუსაფრთხოების პროტოკოლები, რაც იცავს როგორც პაციენტს, ისე თანამშრომლებს. საბოლოოდ, ხარისხის კონტროლის მრავალდონიანი სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეული ლაბორატორიული პასუხი იყოს სანდო, ზუსტი და უსაფრთხო, ხოლო პაციენტი დაცული დიაგნოსტიკის ყველა ეტაპზე.

– დრო და ელქტრონული სისტემა– როგორც ვიცი, ერთ–ერთი უპირატესობა ისიცაა, რომ ერთიანი ბაზა არსებობს და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწრაფად ხდება კვლევა, ხომ?

– ერთიანი ელექტრონული სისტემა და კვლევის დროულად შესრულება თანამედროვე ლაბორატორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ლაბორატორიული LIS სისტემის ბაზა უზრუნველყოფს პაციენტის მონაცემებისა და კვლევის შედეგების ერთიან სივრცეში თავმოყრას, ინფორმაციის სწრაფ მიმოცვლასა და პროცესის თითოეული ეტაპის მონიტორინგს. ეს ამცირებს ინფორმაციის დაკარგვისა და ტექნიკური შეცდომების რისკს და ექიმს საშუალებას აძლევს, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება პაციენტის მართვასთან დაკავშირებით.

არანაკლებ მნიშვნელოვანია კვლევის შესრულების სისწრაფე. თანამედროვე აპარატურა, ავტომატიზებული პროცესები და ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემასთან ინტეგრაცია მნიშვნელოვნად ამცირებს შედეგის მიღებამდე საჭირო დროს. ამასთან, ჩვენთვის პრიორიტეტულია არა მხოლოდ სისწრაფე, არამედ შედეგის სიზუსტე, სანდოობა და ხარისხის კონტროლის ყველა ეტაპის დაცვა.

სრულად ავტომატიზებული სამუშაო სისტემები საშუალებას აძლევს კლინიკას უმოკლეს დროში განახორციელოს ფართო სპექტრის დიაგნოსტიკური კვლევები უმაღლესი სიზუსტის, სანდო შედეგებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული და გადაუდებელი კლინიკური შემთხვევების მართვისას.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიის სრული სერვისი ერთ სივრცეშია ლოკალიზებული, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს დიაგნოსტიკის პროცესს, ამცირებს დროს და საშუალებას აძლევს ექიმს დროულად მიიღოს შედეგები ერთიან, პროგრამულად ინტეგრირებულ ფორმატში.

– რა როლი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხარისხის კონტროლს შედეგის სანდოობის უზრუნველყოფაში? სიზუსტეში?

– თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხარისხის კონტროლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლაბორატორიული კვლევის შედეგების სიზუსტისა და სანდოობის კუთხით. თანამედროვე, ავტომატიზებული ანალიზატორები ამცირებს ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების რისკს, უზრუნველყოფს კვლევის სტანდარტიზებულ შესრულებას და ზრდის შედეგების სიზუსტეს. ამასთან, ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემები ხელს უწყობს მონაცემების სწორად დამუშავებას, დროულობას, შედეგების მიკვლევადობასა და კვლევის ინფორმაციის უსაფრთხო მართვას.

თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხოლოდ თანამედროვე აპარატურა სანდო შედეგის გარანტია არ არის; ამისთვის აუცილებელია ლაბორატორიაში ხარისხის კონტროლის მრავალსაფეხურიანი სისტემის არსებობა. უმნიშვნელოვანესია შიდა ხარისხის კონტროლი, რომლიც ყოველდღიურად დღეში რამდენჯერმე სრულდება და რომლის საშუალებითაც ფასდება ანალიტიკური პროცესის სიზუსტე და დროულად ვლინდება შესაძლო გადახრები.

ასევე, მნიშვნელოვანია გარე ხარისხის შეფასების პროგრამებში მონაწილეობა, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი შედეგები შევადაროთ სხვა ლაბორატორიების მონაცემებსა და დადგენილ კრიტერიუმებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია პერსონალის კვალიფიკაცია, აპარატურის სათანადო ტექნიკური მომსახურება, მეთოდების ვალიდაცია და ნიმუშის აღებიდან საბოლოო პასუხის გაცემამდე ყველა ეტაპის კონტროლი. ჩვენი მიზანია თითოეული კვლევის შედეგი იყოს დროული, ზუსტი, კლინიკურად საიმედო.

– მედიცინა მუდმივად ვითარდება – როგორ მიჰყვება „ნიუ ჰოსპიტალსი“ თანამედროვე სამედიცინო ტენდენციებს და რამდენად მნიშვნელოვანია კლინიკისთვის ახალი ტექნოლოგიებისა და დიაგნოსტიკური შესაძლებლობების მუდმივი განახლება? შეიძლება ითქვას, რომ ეს ის ლაბორატორიაა, რომელიც სრულად გამართულია და სასიამოვნოა იქ მუშაობა? თუ ისურვებდით რამის შეცვლას?

– დღეს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორია წარმოდგენილია უახლესი, ისეთი ცნობილი, სრულად ავტომატიზირებული აპარატურული ბრენდებით, როგორიცაა: Roche, Sysmex, Stago, Radiometer, Instrumental Laboratory , Vitek, Alegria და ა. შ.

საერთაშორისო ბრენდების მიერ წარმოებული სრულად ავტომატიზებული სამუშაო სისტემები საშუალებას აძლევს კლინიკას უმოკლეს დროში განახორციელოს ფართო სპექტრის დიაგნოსტიკური კვლევები უმაღლესი სიზუსტის, სანდო შედეგებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული და გადაუდებელი კლინიკური შემთხვევების მართვისას;

მაღალტექნოლოგიური თანამედროვე აპარატურა და ავტომატიზებული პროცესები ამცირებს ადამიანური ფაქტორების გავლენას და უზრუნველყოფენ მაღალ ანალიტიკური სიზუსტეს და სანდოობას, ზუსტ სტანდარტიზაციას, ხარისხიან შედეგებს და პაციენტის უსაფრთხოების მაღალ დონეს ყველა ტიპის ლაბორატორიული ანალიზისთვის, კვლევის ყველა ეტაპზე.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიაში დღეს ყველა სახის ლაბორატორიული სერვისია წარმოდგენილი: ბიოქიმია, იმუნოლოგია, კოაგულაცია, ჰემატოლოგია, კლინიკური და მიკროსკოპიული გამოკვლევები, ციტომორფოლოგიური და ბაქტერიოლოგიური მიმართულების კვლევები; „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიის სრული სერვისი ერთ სივრცეშია ლოკალიზებული, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს დიაგნოსტიკის პროცესს, ამცირებს დროს და საშუალებას აძლევს ექიმს დროულად მიიღოს შედეგები ერთიან, პროგრამულად ინტეგრირებულ ფორმატში.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის
ახალი ამბები

მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის

09:00 11-02-2026
ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე
ახალი ამბები

ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე

15:28 11-01-2026
“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved