• რეკლამა
  • კონტაქტი
03:46, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნაცებმა ვერცერთი გაკვეთილი ვერ ისწავლეს, არცერთი ჩადენილი დანაშაული არ მოუნანიებიათ

ალია ავტორი - ალია
02:55 05-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
436

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე, 9 მაისის აქციაზე, მისი თანაგუნდელების მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერისთვის ბანერის წართმევას და დახევას ეხმაურება და წერს:

შეიძლება მიშისტებს ჰგონიათ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობაში ხალხი მხოლოდ ერთი ოლიგარქის ავტორიტარული რეჟიმის მოსაშორებლადაა ჩართული, მაგრამ ისინი ცდებიან. ჩვენ ახალი საქართველო გვინდა, სადაც ავტორიტარის ადგილი არ არის პოლიტიკაში.
სააკაშვილის ხელისუფლება ქართველი ხალხისთვის ისევე იყო თავსმოხვეული, როგორც ქართული ოცნების. ნაციონალურ მოძრაობას საქართველოში ძალადობრივი რეჟიმი ჰქონდა დამყარებული. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მაშინ ვუპირისპირდებოდით ამ ძალადობრივ სისტემას, დღესაც ქუჩაში ვდგავართ და ახლა ამათ ვებრძვით. იმიტომ კი არა, რომ ეს ორი ერთი და იგივე გვგონია (არა ისინი სხვადასხვანაირი ბოროტება არიან), არამედ იმიტომ, რომ სამართლიანობაა ჩვენთვის ღირებულება და არა პირადი სარგებელი. ნაცები კი დღეს მხოლოდ ტექნიკურად არიან სიმართლის მხარეს. ასე აწყობთ. მათ ვერცერთი გაკვეთილი ვერ ისწავლეს, არცერთი ჩადენილი დანაშაული არ მოუნანიებიათ. ჩემი აზრით, ამ პროცესში ყოფნით მას უფრო აზიანებენ და მხოლოდ ოცნებას ასაზრდოებენ (თუმცა ვერავინ ვერ აუკრძალავს მონაწილეობას). ეს უნდა გავაცნობიეროთ და დავსვათ კითხვა, რამდენად ადეკვატური იქნებოდა ბიძინას ან თენგიზ კიტოვანის პლაკატით ვინმეს ამ აქციაზე დადგომა? ალბათ არავის და არ გამოხატავდით ამ უკმაყოფილებას?
ვიღაცამ თქვა მათი მხრიდან ჩვენზე: ესენი რომ მოვლენ ხელისუფლებაში, პირველი ჩვენ აგვკრძალავენო. არა, ჩვენ არავის აკრძალვას არ ვაპირებთ, რადგან ნამდვილ დემოკრატიაში დემოკრატიის მტრებსაც აქვთ არსებობის უფლება და დემოკრატიას მათი არ ეშინია, იმდენად მკაფიოა მისი უპირატესობა. მაგრამ რასაც ნამდვილად ვიზამთ, ისაა, რომ ქოცების, ნაცების და ყველას, ვისაც ამ ქვეყნის და მისი ხალხის წინააღმდეგ უმოქმედია, ჩადენილ უსამართლობებს საზოგადოებისთვის სინათლეზე გამოვიტანთ (ოღონდ არა ისეთი იაფფასიანი სპექტაკლის სახით, რადაც ოცნებამ, საგამოძიებო კომისიით, გადააქცია სამართლიანობის აღდგენის საკითხი). ამ დაჯგუფებების ყველა ცნობილ თუ დაფარულ საქმეს ქართველ ხალხს ვაჩვენებთ, ერთადერთი მიზნით, რომ აღარასოდეს განმეორდეს ის, რასაც ათწლეულებია ვუყურებთ ამ ყვეყანაში. რაც შეეხება ინდივიდუალურ დამნაშავეებს, მაგათ კანონი და სამართლიანი სასამართლო მიხედავს. ასეთია ჩვენი პოლიტიკური ხედვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved