• რეკლამა
  • კონტაქტი
17:01, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ საკუთარ დაბადების დღეს პოლიციის განყოფილებაში გავატარებდი და თანაც რუმინეთის” – ქეთი ხოსიტაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:14 11-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
267

ჟურნალისტი, ქეთი ხოსიტაშვილი:

“ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ საკუთარ დაბადების დღეს პოლიციის განყოფილებაში გავატარებდი და თანაც რუმინეთის ? ხოდა, ჩემს ათას თავგადასავალს კიდევ ერთი, ათას მეერთე შევმატე ?
მოსიარულე შარი რომ ვარ კი ცნობილი ამბავია, მხოლოდ წელს ორჯერ დავაგვიანე თვითმფრინავზე, მაგრამ მთლად დაბადების დღეზე თუ დავკარგავდი პასპორტს, არ მეგონა.
რუმინეთში, ქალაქ სიბიუში, რამდენიმე დღით ჩამოვფრინდი. აქედან ერთი საათის სავალზე, ბიერტანში, ძალიან ლამაზი ციხესიმაგრეა, საინტერესო ისტორია აქვს, ჩემს წიგნში ვწერ ამ ადგილზე, ხოდა, ვიფიქრე, საკუთარ თავს გავუკეთებ საჩუქარს-თქო. თან ელენე ჩამოვიყვანე, არასდროს ყოფილა საზღვარგარეთ და გავახარებ-თქო.
დილით სასტუმროში გემრიელად გამოძინებულები წასასვლელად რომ მოვემზადეთ, პასპორტს დავუწყე ძებნა, ვიფიქრე, მქონდეს თან მაინც, რა იცი რა ხდება-თქო, მაგრამ გადავქექე მთელი ნომერი და არსად იყო…გაქრა!
მერე იყო, სასტუმროს რესეფშენის აწიოკება, სასოწარკვეთილი ზარები ტაქსის კომპანიებში, რომლებითაც გუშინ ვიმგზავრე, ასჯერ ამოქექილი და ჩალაგებული ჩანთები და ჩემი გოდება.
სიბიუს პოლიციაში მისვლამდე გზა ამერია და ადგილობრივ მორგში მოვხვდი, თან ვწუწუნებდი, რას ჰგავს აქაური პოლიციის შენობა, 90-იანებშიც კი არ იყო ჩვენთან ასეთი-თქო. მორგში მითხრეს, თქვენთვის აქ მოსვლა ჯერ ადრეაო და ბოლოს რუმინელ სამართალდამცველებს კითხვა-კითხვით მივაგენი.
ხან ერთი ახმახი პოლიციელი შემოვიდა ოთახში, ხან – მეორე, ჩემი ამბავი რომ მოისმინეს, სულ ნწუ ნწუ იძახეს და თავი აქეთ-იქით იქნიეს, ქართველები და ქართული „შაშლიკები“ კი გვიყვარს, მაგრამ დიდი იმედი არ გქონდეს, რომ შენს პასპორტს ვიპოვნითო, ისევ შენი ქვეყანა და საელჩო თუ დაგეხმარება შე საცოდავოო (ნუ ეს ბოლო სიტყვა არ უთქვამთ, იგულისხმებოდა).
განცხადება მაინც დამაწერინეს, გაუკვირდათ, მართლა 46 წლის გახდიო? შანსი არააო )))) მერე მოსანახულებლად ქალაქის ისტორიული ადგილები მირჩიეს, მე ჩემი წიგნის შესახებაც მოვუყევი…ჩამოსხდნენ, დიდი ინტერესით მომისმინეს და ალბათ ცოტა ხანი კიდევ რომ დავრჩენილიყავი, საერთო ნათესავებსაც აღმოვაჩენდით.
მერე იყო ზარები მეგობრებთან (მერჩივნა მიწა გამსკდომოდა, ვიდრე მაგათთან დამერეკა, ვიცოდი, შავ დღეში ჩამაგდებდნენ). საქმეში მალე მშობლიური საელჩოც ჩაერთო – რა თქმა უნდა, დამეხმარნენ ყველაფერში 
მთელი ამ დავიდარების შემდეგ, თავს შემოვუძახე, ერთხელ ცხოვრობ ქეთო,
პასპორტს კი არა, ხალხი თავს კარგავს და არ ნერვიულობენ-თქო…. ქალაქიც დავათვალიერეთ, ერთი კარგადაც გამოვთვერი და საღამოხანს ბედნიერი სახით თქვენს მოლოცვებსაც ვუპასუხე 
პასპორტი ცოტა ხნის წინ ვიპოვნე, ტაქსის მძღოლმა მომიტანა სასტუმროში 
ხოდა, ახლა აქაურ რესტორანში შვილთან ერთად ვზივარ, ჩემი დაბადების დღის ბოლო ბედნიერი წუთებით ვტკბები და მეგობრებს ტელით დღის თავგადასავალს ვუყვები – მაგათ რა უნდა გაუკვირდეთ ჩემგან, მაგრამ მაინც… ელენეს ჩააბარეს ჩემი თავი, მიხედე დედაშენს და საბუთები ხელში არ მისცეო
მოკლედ, სულ 2 დღეა აქ ვარ და ჩემი არსებობით ტრანსილვანიის ამ პატარა ქალაქს, როგორც შემიძლია, ისე ვალამაზებ – რაც მთავარია, აქაურებმაც უკვე გამიცნეს
სიბიუს და ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ კიდევ მოგიყვებით – ეს დაბადების დღე კი ზუსტად ვიცი, არასდროს დამავიწყდება, არც მე და არც ელეს 
მიყვარხართ და დიდი მადლობა ამდენი სითბოსთვის 
მარად თქვენი ქეთო 
P.S: პოლიციის განყოფილებაში დაწერილი ეს განცხადება კი მაინც შევინახე – შემორჩეს ისტორიას, რა იცი, რა ხდება”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved