• რეკლამა
  • კონტაქტი
02:02, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

ალია ავტორი - ალია
13:38 03-17-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
166

ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თიბისის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პარტნიორობით, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა. ჰაბი, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადისთვის (EGOI) მონაწილე მოსწავლეების შერჩევას, გადამზადებას და ეროვნული ნაკრებების დაკომპლექტებას უზრუნველყოფს.

ჰაბის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილე გვანცა ხვედელიძეა – მოსწავლე, რომელმაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე, საქართველოს სახელით ასპარეზობისას, არაერთხელ მოიპოვა გამარჯვება. გვანცას თქმით, სწორედ საკუთარი თავის რწმენა, ინტენსიური მეცადინეობა და მუდმივი შრომა გახდა მისი წარმატებების საფუძველი. გვანცამ 2023 წელს საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, ეს შედეგი 2025 წელს კიდევ ერთხელ გაიმეორა. დღეს ის აბიტურიენტია და თავის კარიერულ მომავალს კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში ხედავს.

გვანცა აღნიშნავს, რომ EGOI განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პლატფორმაა გოგოებისთვის, რადგან მათ აძლევს შესაძლებლობას, ტექნოლოგიების სფეროში, საკუთარი უნარები  სტერეოტიპების გარეშე წარმოაჩინონ. საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი კიმოსწავლეებს ოლიმპიადებისთვის როგორც აკადემიურად, ისე მენტალურად მომზადებაში ეხმარება.

„გოგოებს ხანდახან უჭირთ ინფორმატიკის სწავლა სტერეოტიპებისა და ბევრი ნეგატიური კომენტარების გამო, ამიტომ, ჩემი აზრით, ზუსტად ეს სივრცე დაეხმარებათ მათ, რომ არ შეუშინდნენ გამოწვევებს და ბევრი შრომა ჩადონ იმ საგანში, რომელიც მთელი გულით უყვართ და  აინტერესებთ რადგან, გახსოვდეთ, რომ ყველაფერი გამოგივათ – მთავარია გჯეროდეთ“ – გვანცა ხვედელიძე.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი აგრძელებს ახალგაზრდა ტექნოლოგიური ტალანტების მხარდაჭერას, რათა მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინონ. თუ გსურს ტექნოლოგიურ ოლიმპიადებში საკუთარი ძალების გამოცდა, ჰაბიგაძლევს შესაძლებლობას აღმოაჩინო შენი პოტენციალი და კონკურენცია გაუწიო მსოფლიოს საუკეთესო ტექ-ენთუზიასტებს.  ევროპის გოგოების ოლიმპიადის შესარჩევ ტურზე რეგისტრაცია ღიაა 21 მარტამდე.

მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების – სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში – თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი და სხვა ინიციატივები – მიიღებ ცოდნას, შექმნი პირველ ციფრულ პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორიას თავად დაწერ.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved