დიპლომატი, მამუკა გამყრელიძე:
საქართველოს დღევანდელ ახალ ამბებში ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია აშშ-ს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის (charge d’affaires ad interim)ემი დიასის (Amy W. Diaz) დანიშვნა.ასეთი თანამდებობა ნიშნავს, რომ ეს დანიშვნა დროებითია და ელჩის პოსტი საქართველოში, უკვე წელიწადია, კვლავ ვაკანტურია.თავად დიასის ბიოგრაფიიდანაც ჩანს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში 20 წლიანი კარიერის პიკი მისი ანალოგიურ დროებით პოსტზე მუშობა გახლავთ მალავის რესპუბლიკაში.IMHO ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს თეთრი სახლის ადმინისტრაცია და სახ. დეპი ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული საქართველოსთან ურთიერთობების დონესა და სტრატეგიაში. ვერ ვიტყოდი, რომ ეს კარგი სიგნალია ქოცნებისთვის ვაშინგტონიდან, თუმცა ჯერ არც ცუდი ჩანს რამე. ხდება ის, რაც ქოცნებას პრინციპში აწყობს, მის მიმართ დასავლეთის ნეიტრალური დამოკიდებულება.











კომენტარები