გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია ლაშა ბუღაძის პოსტს აზიარებს და წერს:
,,2018 წელს ქოცებმა მე და ვახო 10 დღით ჩაგვსვეს ციხეში ჭკუის სასწავლებლად.
10 დღე ტყუილად რა უნდა გვეკეთებინა და ოჯახებს ვთხოვეთ წიგნები შემოეგზავნათ.
მანამდე კი ჩვენს უფლებებს გავეცანით, და აღმოვაჩინეთ რომ ციხეში არ შეიძლება საინჟინრო ან/და პოლიტიკური ლიტერატურის შეტანა (რო არ გაიქცე ან/და პოლიტიკურად ცუდი ფიქრები არ გიტრიალებდეს თავში).
ჩვენთან შემოგზავნილი წიგნების თითქმის 100% პოლიტიკური იყო, მაგრამ ეს არავის შეუმოწმებია მაშინ.
ზოგადად, ეს ბოდვა საბჭოთა გადმონაშთია, რომელიც შემდგომ არავინ გადაიაზრა, ისე როგორც სხვა რამე არ გადაგვიაზრებია ამ ქვეყანაში.
ციხის ადმინისტრაციას არ შეიძლება მოსთხოვო გაარკვიოს რა არის პოლიტიკური და რა არა (ამ ნიშნით არ არიან ისინი შერჩეულნი), “ვეფხისტყაოსანიც” პოლიტიკური დრამაა და “მთვარის მოტაცებაც” პოლიტიკურია. ზოგადად ჩემთვის თუ რამე საინტერესო შეუქმნია კაცობრიობას მწერლობაში პოლიტიკური ან რომანტიულია, მე ასევს არ მესმის როგორ შეილება ისეთი არაადამიანი იყო ტყვეს კითხვა აუკრძალო,
რაც არ უნდა ეწეროს შიგნით? ამიტომ ამას სიბრიყვეს ვაბრალებ.
P.S საკნიდან როცა გამოვდიოდით, ე.წ. ბადრაგმა მიცნო და მთხოვა ერთი წიგნი მეჩუქებინა ჩემი “ციხის ბიბლიოთეკიდან” , ჩემივე წარწერით.
მე აინ რენდის “ჩვენ, ცოცხლები” ვაჩუქე.
ვახომ კი გააფრთხილა, რომ თუ წაიკითხავდა მიხვდებოდა რა ცუდ სისტემას ემსახურებოდა და ურჩია, იქნებადა არ ღირდა.
მაშინ ამაზე გამეცინა, მაგრამ ახლა გამახსენდა ჩემდა უნებურად.“











კომენტარები