მწერალი ლაშა ბუღაძე:
,,გუშინ ადვოკატმა ჩემი რომანი “დამკვირვებელი” მიიტანა ქალთა ციხეში ნანა სანდერსისათვის გადასაცემად, მაგრამ ბადრაგმა წიგნი არ მიიღო იმ მიზეზით, რომ ეს წიგნი “პოლიტიკურია” და მისი შეგზავნა პატიმრისთვის არ შეიძლება. საინტერესოა, ეს უშუალოდ ბადრაგის შეფასება იყო თუ უკვე რაიმე სია არსებობს აკრძალული ავტორების და წიგნების?
როგორც არ უნდა იყოს, ეს არის პოლიტიკური ც ე ნ ზ უ რ ა და ცენზურა შეეხო ლიტერატურულ ტექსტს. მე ეს მხოლოდ მახარებს, რადგან როგორც ჩანს, მათაც შეეხოთ, რაც პრინციპში ბუნებრივია.
თავისუფლება სინდისის პატიმრებს და თავისუფლება საქართველოს!“











კომენტარები