• რეკლამა
  • კონტაქტი
14:30, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვეძახი პატრიარქის ნათლულებს, იმ 45 000 ბავშვის ოჯახებს, ვისაც მობეზრდა ცხოვრება ასეთ ქვეყანაში, ვეძახი ყველას… – ლევან ვასაძე

ალია ავტორი - ალია
15:21 05-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

ბიზნესმენი ლევან ვასაძე აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას სვანეთიდან ავრცელებს:

„რატომ უნდა უჭირდეს ამ სამოთხესავით ქვეყანას ასე და რატომ უნდა იყოს გახლეჩილი და დაპირისპირებული. იცით, რომ ჩემთვის უმძიმესი ნაბიჯი გადავდგი გიორგობა დღეს და საჯაროდ განვაცხადე, რომ შემოვდივარ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე ჩემს მეგობრებთან ერთად, რომლებსაც მალე წარგიდგენთ.

ვისაც არ სჯერა ამ გულის ძახილისა და სრული სიწრფელისა, ნუ მოვა 16 მაისს, 14:00 საათზე კვირა დღეს, სხვას ყველას გეპატიჟებით. ამდენი წელი რომ მეუბნებოდით, ქენით რამე, მარტო ლაპარაკს რა აზრი აქვს, გადადგით ნაბიჯი, ყველას ახლა გეძახით, როგორც ზეიმზე, საზეიმო რა გვაქვს, მაგრამ მე ჩემი ცოლ-შვილით მოვალ და ყველას ოჯახებით გეძახით – მით უმეტეს, მეორე დღე, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა, ვერ შევიკრიბებით და 16-ში ვიზეიმოთ.

ქაშვეთის ეკლესიის უკან რომ ბაღია, ქვედა ნაწილში, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიროტიაზე, 9 აპრილის ბაღი ჰქვია ახლა, სადაც გოგლა ლეონიძის ძეგლი დგას, იქ შევიკრიბოთ. ვეძახი ყველას – ჩემი გვარის ჩათვლით, პატრიარქის ნათლულებს, იმ 45 000 ბავშვის ოჯახებს, ვისაც მობეზრდა ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, სადაც შეურაცხყოფენ მათ ნათლიას და სახელმწიფო ვერაფერს აკეთებს რომ ეკლესია დაიცვას. ვეძახი ყველა იმ ადამიანს, ვინც კი არ ელოდება, რომ კიდევ ერთი პოლიტიკოსი გამოვა და რაღაცეებს დაგვპირდება, ხელს აიქნევს და ეს ყველაფერი შესრულდება, არამედ ვისაც უნდა რომ ნამდვილ კაცებს და ქალებს გვერდით დაუდგეს. ვიცი, რომ ძნელია ჩვენი ერთობა, მაგრამ ამის გარეშე არაფერი გამოვა.

თუ ხალხს იმედს გაუცრუებ, მერე ყველა სასჯელის ღირსი ხარ, რაც ამქვეყნად არსებობს. ჩემი ოცნებაა, ქვეყანა გავამთლიანოთ და გადავარჩინოთ უკეთესი ადგილი გავხადოთ მშრომელი და ღირსეული ოჯახებისთვის. თუ ამას მივაღწევთ, უფალი თუ ინებებს, იქნებ გამიშვას ამ გზიდან, რომ სადმე წავიდე ჩემს სოფელში, გურიაში დავსახლდე და თავისუფლად დავდიოდე ჩემი ქვეყნის ქუჩებში – ესაა ჩემი მიზანი, გამდიდრება რომ ყოფილიყო – ამას არ ვიზამდი. იმ ცილისწამებას და სიბინძურეს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რაც ჩემკენ წამოვა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ვასაძემ დააანონსა, რომ პოლიტიკაში მოდის.  „ერი“ – ეს არის სახელწოდება პარტიის, რომელსაც ვასაძე აფუძნებს. პარტიის ლოზუნგი იქნება – „ერთობა, რაობა, იმედი“.

თეგები: ლევან ვასაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved