• რეკლამა
  • კონტაქტი
11:21, ოთხშაბათი, 19 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვე­ვედ­რე­ბი ყვე­ლას, ყვე­ლას, ვის­თვი­საც სამ­შობ­ლო ცა­რი­ე­ლი სი­ტყვა არ არის ” – რას წერს ლანა ღოღობერიძე

ალია ავტორი - ალია
19:22 06-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,525

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის წერილს ავრცელებს:

 

“ერის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში არ­სე­ბობს ერთი, გე­ნე­ტი­კუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, საკ­რა­ლუ­რი იდეა, რო­მე­ლიც არას­დროს, არა­ვი­თარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ შე­იძ­ლე­ბა დად­გეს ეჭვქვეშ. ეს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და მას­თან შერ­წყმუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­აა. ის გან­სა­კუთ­რე­ბით ცხო­ველ­მყო­ფე­ლია ისე­თი ქვეყ­ნის­თვის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოა, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­უ­ლად და გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად მარ­ტო­ო­ბის­თვის იყო გან­წი­რუ­ლი, – პა­ტა­რა, უნა­თე­საო ქვე­ყა­ნა, დიდი იმ­პე­რი­ე­ბის რკალ­ში მომ­წყვდე­უ­ლი. ეს იდეა სის­ხლით არის გან­წმენ­დი­ლი – მას სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე შე­ე­წირ­ნენ გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ისი­ნი ერმა წმინ­და­ნე­ბად შე­რა­ცხა. დღეს გვაქვს რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ ის­ტო­რი­ით დე­ტერ­მი­ნი­რე­ბუ­ლი და თა­ვის არსში ყვე­ლა­ნა­ი­რი გან­საც­დე­ლის შემ­ცვე­ლი, ტრა­გი­კუ­ლი მარ­ტო­ო­ბის დაძ­ლე­ვი­სა: ეს არის დიდ, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ, თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ევ­რო­პულ ოჯახ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, უფრო სწო­რედ, კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა ამ ძნელ, დაბ­რკო­ლე­ბე­ბით სავ­სე გზა­ზე, რო­მელ­ზე­დაც ბრძო­ლით, თავ­გან­წირ­ვით, ბორ­ძი­კით, უკან­და­ხე­ვე­ბით და მა­ინც შე­უ­პოვ­რად მივ­დი­ო­დით სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე.

ევ­რო­პულ ოჯახ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა კი ნიშ­ნავს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­მტკი­ცე­ბას და კულ­ტუ­რუ­ლი თვითმყო­ფა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. მე მზა­რავს იმა­ზე ფიქ­რი, რომ ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ამ გზას გა­და­ვუხ­ვი­ოთ, ანუ უფსკრულ­ში ჩა­ვი­ჩე­ხოთ. ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებ კი არა, ვე­ვედ­რე­ბი ყვე­ლას, ყვე­ლას, ვის­თვი­საც სამ­შობ­ლო ცა­რი­ე­ლი სი­ტყვა არ არის და გან­სა­კუთ­რე­ბით იმათ, ვის­თა­ნაც ერ­თად, სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ, იმე­დი მქონ­და, რომ სა­მარ­თლი­ან ქვე­ყა­ნას ვა­შე­ნებ­დით: გან­ზე გა­და­დონ ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რა­დი თუ პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი, ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის წყურ­ვი­ლი და არ გა­და­ჩე­ხონ სა­ქარ­თვე­ლო უფსკრულ­ში, ანუ აღ­დგე­ნილ თუ მო­დერ­ნი­ზი­რე­ბულ საბ­ჭო­თა ჭა­ობ­ში. იფიქ­რონ იმა­ზე, რომ იმ ჭა­ო­ბი­დან კი­დევ დიდ­ხანს ვე­ღარ ამო­ვალთ და ეს მათი შვი­ლე­ბის­თვი­საც დამ­ღუპ­ვე­ლი იქ­ნე­ბა. ამის დაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა! ეს იქ­ნე­ბა უკი­დუ­რე­სი უგუ­ნუ­რე­ბა, ან ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ქვეყ­ნის ღა­ლა­ტი, – (გა­რე­მო­ე­ბის უაღ­რე­სი სირ­თუ­ლე მა­ი­ძუ­ლებს ვიხ­მა­რო ეს სი­ტყვა, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ორ­გა­ნუ­ლად ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი მის გა­მო­ყე­ნე­ბას თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის მი­მართ).

დიდი იმე­დი მაქვს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და 20 ივ­ნი­სის! ეს უნდა იყოს დიდი დღე, დღე, სა­დაც და­ვამ­ტკი­ცებთ, რომ ჩვენს სა­ერ­თო ძარ­ღვებ­ში სის­ხლი არ დამ­შრა­ლა! იმე­დია, მა­პა­ტი­ებთ წე­რი­ლის პა­თე­ტი­კურ კი­ლოს, – ის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია საფრ­თხის სიღ­რმის და პი­რა­დად ჩემ­თვის, სიკ­ვდი­ლის სი­ახ­ლო­ვის რე­ა­ლუ­რი შეგ­რძნე­ბით”.
თეგები: ლანა ღოღობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

15:53 11-18-2025
თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება

11:46 11-18-2025
Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება

10:42 11-18-2025
ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
ახალი ამბები

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში

17:19 11-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved