• რეკლამა
  • კონტაქტი
08:50, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვახტანგ მაისურაძე – ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის რესურსი გააჩნია

ალია ავტორი - ალია
16:26 09-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლებისთვის რეგიონების თანაბარი განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2012 წლიდან რეგიონებში ხელისუფლებამ სხვადასხვა მიმართულებით უდიდესი ინვესტიცია ჩადო, ხელი შეუწყო დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერებას. განხორციელდა არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, სახელმწიფო პროგრამები დღითიდღე უფრო ხელმისაწვდომი ხდება – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ კასპის მერობის კანდიდატმა ვახტანგ მაისურაძემ წარდგენაზე.


მერობის კანდიდატის თქმით, კასპის მუნიციპალიტეტის პოტენციალის გათვალისწინებით,  კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს  ტურიზმის სფერო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.


,,ჩვენი რეგიონი მდიდარია სოფლის მეურნეობის კუთხით, შესაბამისად ხელი უნდა შევუწყოთ ფერმერული მეურნეობის განვითარებას. კასპის მუნიციპალიტეტში უამრავი ისტორიული-კულტურული მნიშვნელობის ძეგლია, რომელიც ტურისტების დიდი ინტერესს იწვევს, იმ პოტენციალის გათვალისწინებით რაც ჩვენს მუნიციპალიტეტს გააჩნია, კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს  ტურიზმის სფერო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების დასაქმება, განათლება, ჯანსაღი ცხოვრების წესზე ზრუნვა. მე ამ რაიონის მკვიდრი ვარ, მიმუშავია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პოზიციაზე და კარგად ვიცი, ჩვენი ქალაქის, მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და  გამოწვევები, – მათი გადაჭრის გზები. მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მომავალშიც გაგრძელდება გზების რეაბილიტაცია, სასმელი და სარწყავი წყლების სისტემები მოწესრიგება. სკოლების, სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. დიდი ყურადღება მიექცევა ეკოლოგიის მიმართულებას. კარგად მესმის მრავალი გამოწვევა გვაქვს დასაძლევი, მაგრამ ჩვენ ვართ კომპეტენტური, ერთიანი, ძლიერი გუნდი. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე, არსებული პრობლემების, გამოწვევების გადაჭრის რესურსი გააჩნია’’ – განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ წარდგენისას.  

მერობის კანდიდატმა კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან: თამაზ ტატანაშვილი, მეგი თათრიშვილი, ლევან გახელაძე, ბადრი ჯანიაშვილი, მაია კაციაშვილი, შოთა ბეგლარაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ნუკრი მიდელაშვილი, ალვერ შუკაკიძე, ქიტესა ხოდელი.

თეგები: ვახტანგ მაისურაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved