ლევან ლაზი, სოციალურ ქსელში, წერს:
” დიდი ხანია არ ვერევი ,,მიშას საქმეში,,, მაგრამ მაინც ვიტყვი:
1) მიშა კურდღელია-ტყუილია, ვინაიდან ჩამოვიდა.
2) მიშა თვითონ ჩამოვიდა, თუ ჩამოიტყუეს არ ვიცი, მაგრამ რომ შეცდა ეს ფაქტია.
3)ენმ არასდროს იყო სტრუქტურული პარტია და ამიტომაც დამოკიდებულია უამრავ არაადეკვატურ ფბ მხარდამჭერზე.
4)უნდა ვაღიაროთ, რომ 9 წლის განმავლობაში ენმ-მა და მისმა ლიდერებმა ყველა პოლიტიკური ბრძოლა წააგეს.
5) უნდა ვაღიაროთ, რომ ოპოზიციურმა მედიამ დასახულ ამოცანებს ვერ მიაღწია და ბრძოლა წააგო.
6)უნდა ვაღიაროთ, რომ მიშასა და ბიძინას შორის პირადული ომი მიშას მარცხით დამთავრდა.
7)მიშაზე მეტი მიშას ფანატები, როგორც ქვეყანაში მცხოვრებნი, ისევე ემიგრანტები არიან არაადეკვატურები და სახელმწიფოს განვითარებისთვის ხიფათს წარმოადგენენ.
8)ენმ-მა უნდა მიატოვოს სულელური შიმშილობა და დაიწყოს შიდასტრუქტურული რეფორმები. ამის მერე უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ყველა დონეზე, პოლიტსაბჭოს და თავმჯდომარის ჩათვლით.
9) ყველანაირი ყვირილი და ჭიჭყინი მიშას პატიმრობის თაობაზე უნდა შეწყდეს და ეს საკითხი გადაწყდეს კულუარულად ელჩების მეშვეობით.
10) ჩატარდეს შიდა გამოძიება რატომ, რისთვის, რა გარანტიებით და როგორ ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში?
პ.ს. მიშა დავრდომილია… ვერ დადის… ვერ აზროვნებს… ვერ იხედება-სრულიად საზიზღრობაა და ვარდების რევოლუციის ლიდერის დაჩმორების საქმეს ემსახურება.”
კომენტარები